"ოცნებას" ჰქონდა საკონსტიტუციო უმრავლესობა აფხაზეთის დაბრუნება, ან ნაცების გაუქმება თუ უნდოდა - ხვიჩია

26.08.24 11:27
"ოცნებას" ჰქონდა საკონსტიტუციო უმრავლესობა აფხაზეთის დაბრუნება, ან ნაცების გაუქმება თუ უნდოდა - ხვიჩია

პარტია "გირჩის" ლიდერი, იაგო ხვიჩია ამბროლაურში ჩასული "ქართული ოცნების" მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ივანიშვილის გუნდს აფხაზეთის დაბრუნებისთვის და "ნაციონალური მოძრაობის" გაუქმებისთვის საკონსტიტუციო უმრავლესობა უკვე ჰქონდა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ მმართველ პარტიას არა საკონსტიტუციო უმრავლესობის აღება, არამედ ხელისუფლებაში დარჩენა და მართვის სადავეების გახანგრძლივება სურს.

"ოცნებას" ჰქონდა საკონსტიტუციო უმრავლესობა აფხაზეთის დაბრუნება, ან ნაცების გაუქმება თუ უნდოდა. ეს არსებობდა აქამდეც. ახლა რომ ვერ აიღებენ ქოცები საკონსტიტუციო უმრავლესობას იტყვიან, რომ დაპირებას ვერ ვასრულებთ, რადგან საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ ვიღებთო და სინამდვილეში მათი მიზანი ხელისუფლებაში დარჩენაა და არა საკონსტიტუციო უმრავლესობის აღება", - ამბობს იაგო ხვიჩია. 

რისთვის სჭირდება მეოთხე ვადით ხელისუფლებაში დარჩენა "ოცნებას:

მსგავსი სიახლეები