ქართველებო, რა დაგემართათ, გინდათ მხდალი, გაიძვერა ადამიანი? ყველაფერი წაგართვათ და კიდევ გინდათ? - ბუღაძე ივანიშვილზე
გია ბუღაძე "ტვ პირველის" ეთერიდან ქართველ საზოგადოებას მიმართავს - მხატვარი ამბროლაურში, "ქართული ოცნების" მიერ გაკეთებულ განცხადებების საპასუხოდ ქართველ ხალხს კითხვას უსვამს.
"ქართველებო, რა დაგემართათ, გინდათ მხდალი, გაიძვერა და მატყუარა ადამიანი? 12 წელი გატყუებთ, ყველაფერი წაგართვათ და კიდევ გინდათ?" - ამბობს გია ბუღაძე.
მხატვარი ბიძინა ივანიშვილის მიერ ოპოზიციის წინააღმდეგ დაანონსებული სამართლებრივი რეპრესიების უკან ოლიგარქის შიშს ხედავს და აცხადებს, რომ ივანიშვილის სახით საქართველოს მძიმე მოვლენასთან აქვს საქმე.
გვაქვს ფსიქოლოგიურ მძიმე მოვლენასთან, თუ ფსიქიკურთან არა. ძალიან სერიოზულ მოვლენასთან გვაქვს საქმე, რადგან ეს ადამიანი ნორმალური არ არის. საქმე იმაშია, რომ მას უნდა, რომ მთელი ქვეყანა ასეთივე არანორმალური იყოს. რუზველტს ჰქონდა საინტერესო სლოგანი - ყველაზე საშიში არის შიში. ეს ადამიანი არის შიშის მდგომარეობაში და მას უნდა შიშის მდგომარეობა გაავრცოს მთელ საქართველოზე, რადგან თავად ხომ პანიკური შიშია. ქართველ ხალხს ისტორიაში არ ჰყვარებია მხდალი და გაიძვერა ადამიანი. ქართველებო, რა დაგემართათ, გინდათ მხდალი, გაიძვერა და მატყუარა ადამიანი? 12 წელია გატყუებთ, ყველაფერი წაგართვათ, ყველაფერში მოგატყუათ, ყველაფერში გადაგაგდოთ და კიდევ გინდათ კაცო", - ამბობს გია ბუღაძე.
რისთვის სჭირდება მეოთხე ვადით ხელისუფლებაში დარჩენა "ოცნებას:
-
ქვეყნის ომის ქარ-ცეცხლში გახვევის მოსურნეები ჩასაფრებულები არიან, რომ ხელისუფლება აგენტურით შეცვალონ - ივანიშვილი
-
ბიძინა ივანიშვილი კვლავ ენმ-ის გასამართლებით და მათი პოლიტიკური ველიდან გაქრობით იმუქრება
-
რომ არა ბიძინა ივანიშვილი, წარმოდგენაც არ მინდა, სად იქნებოდა საქართველო - კობახიძე
-
2008 წელს ხელისუფლებაში ივანიშვილი რომ ყოფილიყო, ქვეყანა ომს თავიდან აირიდებდა - ღარიბაშვილი
-
რისთვის სჭირდება მეოთხე ვადით ხელისუფლებაში დარჩენა "ოცნებას" - ბიძინა ივანიშვილის მიმართვა სრულად