ივანიშვილი მთელ ქვეყანას განადგურებით ემუქრება - ნაცვლიშვილი
"ივანიშვილი მთელ ქვეყანას განადგურებით ემუქრება" - ამის შესახებ განცხადება "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა "პირველებთან" გააკეთა.
ანა ნაცვლიშვილის თქმით, ხელისუფლების მუქარა ავტოკრატობისთვის დამახასიათებელი მოქმედებები და პოლიტიკური აზროვნებაა.
ხელისუფლება იმუქრება, მათ შორის, იმუქრება სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური პარტიების მიმართ. ეს არის ავტოკრატობისთვის დამახასიათებელი მოქმედებები და პოლიტიკური აზროვნება. მე ამ შემთხვევაში ნაკლებად ვდარდობ იმაზე, რას ამბობს ის ოპოზიციასთან მიმართებით. შემდგარი ფაქტი, სამწუხაროდ, არის ის, რომ ის განადგურებით ემუქრება მთელ ქვეყანას. თუ ვინმე დასაჯა ივანიშვილმა, გააქცია, გარიყა, ეს არის საქართველოს მოქალაქეები", - ამბობს ნაცვლიშვილი.
რისთვის სჭირდება მეოთხე ვადით ხელისუფლებაში დარჩენა "ოცნებას:
-
ქვეყნის ომის ქარ-ცეცხლში გახვევის მოსურნეები ჩასაფრებულები არიან, რომ ხელისუფლება აგენტურით შეცვალონ - ივანიშვილი
-
ბიძინა ივანიშვილი კვლავ ენმ-ის გასამართლებით და მათი პოლიტიკური ველიდან გაქრობით იმუქრება
-
რომ არა ბიძინა ივანიშვილი, წარმოდგენაც არ მინდა, სად იქნებოდა საქართველო - კობახიძე
-
2008 წელს ხელისუფლებაში ივანიშვილი რომ ყოფილიყო, ქვეყანა ომს თავიდან აირიდებდა - ღარიბაშვილი
-
რისთვის სჭირდება მეოთხე ვადით ხელისუფლებაში დარჩენა "ოცნებას" - ბიძინა ივანიშვილის მიმართვა სრულად