ხელისუფლება, რომელიც შურს, ძალადობას და ურთიერთდაპირისპირებას ახალისებს, ვერასდროს ვერ აღადგენს ტერიტორიულ მთლიანობას - მელია

26.08.24 13:23
ხელისუფლება, რომელიც შურს, ძალადობას და ურთიერთდაპირისპირებას ახალისებს, ვერასდროს ვერ აღადგენს ტერიტორიულ მთლიანობას - მელია

კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია "ქართული ოცნების" ლიდერების მიერ ამბროლაურში გაკეთებული განცხადებების უკან შიშს ხედავს.

ნიკა მელია ამბობს, რომ ხელისუფლება, რომელიც რესურს ძალადობის წახალისებასა და ქვეყნის მოსახლეობის ერთმანეთისთვის გადაკიდებაზე ხარჯავს, ტერიტორიულ მთლიანობას ვერ აღადგენს. 

მე ვფიქრობ, რომ შიში დანერგილი აქვთ და დათესილი აქვთ დიდი დოზით მათ საკუთარ თავში, პირველ რიგში. როგორც ჩანს, ის ყველა შეხვედრას დაესწრება, პრაქტიკულად, იმ ფორმით, რა ფორმითაც ატარებს უკვე ამ შეხვედრებს. ადამიანი 24 საათი საუბრობს აგრესიაზე, ძალადობაზე, ახალისებს შურს, ურთიერთდაპირისპირებას და გადაკიდა ქვეყნის მოსახლეობა ერთმანეთს. ხელისუფლება, რომელიც ამისთვის იხარჯება და ამაში ხარჯვას საკუთარ ენერგიას, ის ვერასდროს ვერ გააერთიანებს ქვეყანას და მითუმეტეს ტერიტორიულ მთლიანობას ვერ აღადგენს",  - ამბობს მელია. 

რისთვის სჭირდება მეოთხე ვადით ხელისუფლებაში დარჩენა "ოცნებას:

მსგავსი სიახლეები