მდიდარი, შეშინებული ოლიგარქი ხალხთან აკვარიუმით ჩადის - აქუბარდია

26.08.24 17:30
მდიდარი, შეშინებული ოლიგარქი ხალხთან აკვარიუმით ჩადის - აქუბარდია

"მდიდარი, შეშინებული ოლიგარქი ხალხთან აკვარიუმით ჩადის" - ასე ეხმაურება დეპუტატი თეონა აქუბარდია ამბროლაურში გამართულ "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიას.

თეონა აქუბარდიას თქმით, ივანიშვილის გუნდი ქართველ ხალხს რეალური პრობლემების მოგვარების ნაცვლად, ქვეყანაში დაპირისპირებასა და ქაოსის შექმნას სთავაზობს.

მაშინ, როდესაც ერთი მდიდარი, შეშინებული ოლიგარქი მათთან შუშის აკვარიუმით ჩადის და არ სთავაზობს არაფერს, რაც მათ პრობლემებს მოაგვარებდა და მხოლოდ დაპირისპირებას და ქაოსს აანონსებს, ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ მათ არანაირი რესურსი არ აქვთ, მათ შორის, მოატყუონ საკუთარი ხალხი, როგორც ეს აქამდე გაუკეთებიათ. ერთდაერთი რევანში, არეულობა, დაპირისპირება, ეს არის ის შეთანხმება, რასაც ივანიშვილი ხალხს სთავაზობს. ის ხალხი, რომელიც ივანიშვილს მეოთხედ უნდა, რომ მოატყუოს, აუცილებლად გასცემს პასუხს 26 ოქტომბერს", - ამბობს აქუბარდია. 

 რისთვის სჭირდება მეოთხე ვადით ხელისუფლებაში დარჩენა "ოცნებას:

მსგავსი სიახლეები