შალვა ნათელაშვილმა შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა

17.03.21 17:29
შალვა ნათელაშვილმა შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა

რამდენიმე წუთის წინ შალვა ნათელაშვილმა  ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა. "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის თქმით, ის შეხვედრებში მონაწილეობას აღარ მიიღებს, რადგან პირველ საკითხად არ განიხილება საპარლამენტო არჩევნების თარიღი და  პოლიტპატიმრების გათავისუფლება. 

,,ლეიბორისტული პარტია" ტოვებს მოლაპარაკებების იმ ფორმატს, სადაც პირველ საკითხად არ იხილება  საპარლამენტო არჩევნების თარიღი და  პოლიტპატიმრების გათავისუფლება და სადაც უკანონოდ დაპატიმრებული ნიკა მელია არ ზის მოლაპარაკების მაგიდასთან, მე დავუბრუნდები მოლაპარაკების მაგიდას და რაუნდებს როგორც კი ეს 2 საკითხი იქნება გარკვეული და გადაწყვეტილი. სახლის აშენებას იწყებენ საძირკვლით და არა სახურავით - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.