პრეზიდენტმა ქალაქ-ქალაქ უნდა იაროს, რადგან ამხელა გლობალური პრობლემის წინაშე დგას ქვეყანა - გოგიჩაიშვილი

28.08.24 11:30
პრეზიდენტმა ქალაქ-ქალაქ უნდა იაროს, რადგან ამხელა გლობალური პრობლემის წინაშე დგას ქვეყანა - გოგიჩაიშვილი

პრეზიდენტის მოწოდება ხალხს - ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილს ახლა სთხოვს გავიდეს ქუჩაში და მოსახლეობას პირადად აუხსნას, რა საფრთხეა ქვეყნისთვის "ქართული ოცნების ხელისუფლებაში" დარჩენა.

გახარიას გუნდის წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ იმასაც რასაც პრეზიდენტი სასახლიდან ამბობს, ახლა პრაქტიკაში განხორციელება სჭირდება.

პრეზიდენტმა უნდა იაროს, რადგან ამხელა გლობალური პრობლემის წინაშე დგას ქვეყანა, სასახლიდან ინტერვიუებს ჯობია ქალაქ-ქალაქ იაროს, ადამიანებს შეხვდეს, აუხსნას, ახალგაზრდებთან ერთად იაროს, პროცესი შექმნას. გავიგეთ, რომ მას ეს აზრები აქვს, მაგრამ ამას ახლა პრაქტიკაში რეალიზება სჭირდება. ერთი და იგივე ხალხი დადიოდა მასთან, მაგრამ ლანჩხუთლებთან შეხვედრა, ლაგოდეხელებთან შეხვედრა, ტყიბულელებთან შეხვედრა, ამას სხვა ეფექტი აქვს. ყველა ამ ადამიანს შენ ვერ ჩამოიყვან სასახლეში", - ამბობს ლევან გოგიჩაიშვილი. 

არჩევნებამდე ორი თვით ადრე სალომე ზურაბიშვილმა მკაფიოდ უთხრა საქართველოს მოქალაქეებს, რომ არჩევანი 26 ოქტომბერს გასაკეთებელი ევროპასა და რუსეთის მონობას შორის აქვთ. თუკი აქამდე, ქვეყნის პრეზიდენტი პერსონალურად ოლიგარქზე საუბარს ერიდებოდა, ეს საზღვრები სალომე ზურაბიშვილმა გუშინ დაარღვია, ბიძინა ივანიშვილს მხილების დღე მოუწყო და საკუთარი ხალხის და ახალგაზრდობისთვის ომის წამოწყებაში ამხილა.