რუსული კანონის განხილვა - ვინ დაიცავს მესამე სექტორის ინტერესებს საკონსტიტუციოში?

28.08.24 11:44
რუსული კანონის განხილვა - ვინ დაიცავს მესამე სექტორის ინტერესებს საკონსტიტუციოში?

რუსული კანონის განხილვა საკონსტიტუციოში - "პირველების" ინფორმაციით მოსამართლეთა კოლეგიის წინაშე მესამე სექტორის ინტერესებს ქეთევან ერემაძე და გიორგი დავითული დაიცავს.

გიორგი დავითული და საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი წევრი, ქეთევან ერემაძე სწორედ ის ადამიანები იქნებიან, რომლებიც საქართველოსთვის ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას გააპროტესტებენ და რუსული კანონის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას გააპროტესტებენ. 

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორი, ნინო დოლიძე "პირველებთან" ამბობს, რომ მესამე სექტორის მიერ სასამართლოში შეტანილი სარჩელი არგუმენტებით არის გაჯერებული, რაც საკონსტიტუციოს სწორი, ობიექტური და ადეკვატური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას მისცემს. 

იწყება ძალიან მნიშვნელოვანი განხილვა რუსულ კანონთან დაკავშირებით. ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოებამ არაერთხელ ვთქვით, რომ ეს კანონი არის საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ მიმართული, ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს, დემოკრატიულ განვითარებას და სწორედ ამიტომ გავასაჩივრეთ. ველოდებით, როგორი იქნება პროცესი. ჩვენი სარჩელი არის არგუმენტირებული და რეალურად, საკონსტიტუციო სასამართლოს აძლევს საშუალებას, რომ მიიღოს სწორი გადაწყვეტილება, ერთადერთი და ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის", - ამბობს ნინო დოლიძე. 

ცნობისთვის, 29 აგვისტოს, ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლო რუსული კანონის გაუქმების შესახებ დაიწყებს განხილვას

მოსამართლეთა სამუშაო მაგიდაზე ახლა ოთხი საჩივარი დევს - ოთხივე მათგანი ერთ სხდომაზე განიხილება. რუსული კანონის გაუქმებას ითხოვს პრეზიდენტი, ოპოზიცია პარლამენტიდან, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია. მოპასუხე მხარე კი ამავე კანონის მიმღები ხელუსუფლება იქნება. ახლა ყველაფერი მოსამართლეთა პლენუმის ხელშია.  

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელი ეკა ბესელია და გიორგი ბურჯანაძე იქნებიან

 29 აგვისტოს მომხსენებლი მოსამართლე იქნება ხვიჩა კიკილაშვილი.

ხვიჩა კიკილაშვილი ის მოსამართლეა, რომელმაც მხარი დაუჭირა პრეზიდენტის იმპიჩმენტს, ამის შემდეგ კი მისი შვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშნეს.