გადამწყვეტი საათების ათვლა დაწყებულია - ცნობილია, ვინ დაიცავს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ინტერესებს საკონსტიტუციოში
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში პროევროპულად განწყობილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ინტერესებს "ერთიანობის" ლიდერი, თამარ კორძაია და "ძლიერი საქართველოს" ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი დაიცავენ.
ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლები შეეცდებიან, მოსამართლეთა კოლეგია ივანიშვილის ხელისუფლების მიერ მიღებული რუსული კანონის დანაშაულებრივ და არადემოკრატიულ ხასიათში დაარწმუნონ, რომელმაც ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი სრულად გაყინა.
ცნობისთვის, 29 აგვისტოს, ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლო რუსული კანონის გაუქმების შესახებ დაიწყებს განხილვას.
მოსამართლეთა სამუშაო მაგიდაზე ახლა ოთხი საჩივარი დევს - ოთხივე მათგანი ერთ სხდომაზე განიხილება. რუსული კანონის გაუქმებას ითხოვს პრეზიდენტი, ოპოზიცია პარლამენტიდან, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია. მოპასუხე მხარე კი ამავე კანონის მიმღები ხელუსუფლება იქნება. ახლა ყველაფერი მოსამართლეთა პლენუმის ხელშია.
საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელი ეკა ბესელია და გიორგი ბურჯანაძე იქნებიან.
29 აგვისტოს მომხსენებლი მოსამართლე იქნება ხვიჩა კიკილაშვილი.
ხვიჩა კიკილაშვილი ის მოსამართლეა, რომელმაც მხარი დაუჭირა პრეზიდენტის იმპიჩმენტს, ამის შემდეგ კი მისი შვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშნეს.