ცნობილია, ვინ იქნება ჟურნალისტთა კორპუსის წარმომადგენელი საკონსტიტუციოში

28.08.24 12:05
ცნობილია, ვინ იქნება ჟურნალისტთა კორპუსის წარმომადგენელი საკონსტიტუციოში

ვინ იქნება ჟურნალისტთა კორპუსის ინტერესების დამცველი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში? - "პირველების" ინფორმაციით, ისტორიულ პროცესზე კრიტიკული მედიების წარმომადგენელი გელა მთივლიშვილი იქნება. 

"მთის ამბების" რედაქტორი ყოველგვარი გზით შეეცდება, რომ მოსამართლეთა კოლეგიას რუსული კანონის მიღების შემდეგ ქვეყნისთვის მიყენებული ზიანის შესახებ არგუმენტები წარუდგინოს და დაარწმუნოს, თუ რა საფრთხეების წინაშე შეიძლება დადგეს მედია კანონის ამოქმედების შემთხვევაში.

ცნობისთვის, 29 აგვისტოს, ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლო რუსული კანონის გაუქმების შესახებ დაიწყებს განხილვას

მოსამართლეთა სამუშაო მაგიდაზე ახლა ოთხი საჩივარი დევს - ოთხივე მათგანი ერთ სხდომაზე განიხილება. რუსული კანონის გაუქმებას ითხოვს პრეზიდენტი, ოპოზიცია პარლამენტიდან, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია. მოპასუხე მხარე კი ამავე კანონის მიმღები ხელუსუფლება იქნება. ახლა ყველაფერი მოსამართლეთა პლენუმის ხელშია.  

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელი ეკა ბესელია და გიორგი ბურჯანაძე იქნებიან

 29 აგვისტოს მომხსენებლი მოსამართლე იქნება ხვიჩა კიკილაშვილი.

ხვიჩა კიკილაშვილი ის მოსამართლეა, რომელმაც მხარი დაუჭირა პრეზიდენტის იმპიჩმენტს, ამის შემდეგ კი მისი შვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშნეს.