პარტნიორებისგან "ოცნებისთვის" მოწოდებების გამოგზავნა მგლის თავზე სახარების კითხვაა - კუპრაძე
"პარტნიორებისგან "ოცნებისთვის" მოწოდებების გამოგზავნა არის მგლის თავზე სახარების კითხვა" - ამის შესახებ განცხადება "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ გააკეთა.
კუპრაძის თქმით, ივანიშვილის ხელისუფლება სტრატეგიული პარტნიორების მოსაზრებებს არ ითვალისწინებს, რადგან მმართველი ძალის პატრონი ვლადიმერ პუტინია.
პარტნიორებისგან "ოცნებისთვის" მოწოდებების გამოგზავნა არის მგლის თავზე სახარების კითხვა. ეს არ იმუშავებს, რადგან "ოცნებას" ჰყავს ერთი პატრონი, მას ჰქვია ვლადიმერ პუტინი და რუსული დავალელები, რომლებსაც ისინი ასრულებენ. მათ არ აინტერესებთ ჩვენი მეგობრების მოსაზრებები", - ამბობს კუპრაძე.
ცნობისთვის, საერთაშორისო გამოცემამ, Politico-მ საქართველოში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით სტატია გამოაქვეყნა. სტატიაში ნათქვამი იყო, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ოპოზიციური პარტიების კანონგარეშე გამოცხადების გეგმები გაანადგურებს ქვეყნის დემოკრატიას და აიძულებს დასავლეთის მკაცრი პასუხის გაცემას.
ამასთან, ევროკავშირმა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების შესახებ შეშფოთებას გამოხატა.