უხეირო დიქტატორის განცხადებას აუცილებლად მოყვება სანქციები ევროკავშირის მხრიდან - აქუბარდია
"უხეირო დიქტატორის განცხადებას, ოპოზიციური პარტიების გაქრობის შესახებ, აუცილებლად მოყვება სანქციები ევროკავშირის მხრიდან" - ამის შესახებ დეპუტატი თეონა აქუბარდია "პირველებთან" საუბრობს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ 26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა ივანიშვილის დიქტატორულ რეჟიმს პასუხი უნდა გასცეს.
ის, რომ რუსული კანონით "ოცნებამ" საქართველოს დაუკეტა ევროკავშირისკენ მიმავალი გზა, ამასთან დაკავშირებით ევროკავშირისგან მოვისმინეთ რუსული კანონის მიღებიდან მალევე. მაგრამ განაცხადი უხეირო დიქტატორის, რომ ის აპირებს პარტიების და მთლიანად კრიტიკული საზოგადოების გაუქმებას, ეს კიდევ უფრო შემაშფოთებელია, რასაც აუცილებლად მოჰყვება სანქციები ევროკავშირის მხრიდან იმ შემთხვევაში, თუ ქართველმა ხალხმა არ გასცა პასუხი ივანიშვილის დიქტატორულ რეჟიმს", - ამბობს თეონა აქუბარდია.
რისთვის სჭირდება მეოთხე ვადით ხელისუფლებაში დარჩენა "ოცნებას:
-
ქვეყნის ომის ქარ-ცეცხლში გახვევის მოსურნეები ჩასაფრებულები არიან, რომ ხელისუფლება აგენტურით შეცვალონ - ივანიშვილი
-
ბიძინა ივანიშვილი კვლავ ენმ-ის გასამართლებით და მათი პოლიტიკური ველიდან გაქრობით იმუქრება
-
რომ არა ბიძინა ივანიშვილი, წარმოდგენაც არ მინდა, სად იქნებოდა საქართველო - კობახიძე
-
2008 წელს ხელისუფლებაში ივანიშვილი რომ ყოფილიყო, ქვეყანა ომს თავიდან აირიდებდა - ღარიბაშვილი
-
რისთვის სჭირდება მეოთხე ვადით ხელისუფლებაში დარჩენა "ოცნებას" - ბიძინა ივანიშვილის მიმართვა სრულად