ხვალინდელ ისტორიულ პროცესზე უნდა გადაწყდეს, ვიცხოვრებთ რუსული კანონით თუ ქართული კონსტიტუციით - ნაცვლიშვილი
"ხვალინდელ ისტორიულ პროცესზე უნდა გადაწყდეს, ვიცხოვრებთ რუსული კანონით თუ ქართული კონსტიტუციით" - ამის შესახებ განცხადება კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ გააკეთა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ერთ-ერთი წარმომადგენელი არ განმარტავს, გამოაცხადებს თუ არა მოსამართლეთა კოლეგია რუსულ კანონს არაკონსტიტუციურად, თუმცა აღნიშნავს, რომ "ეს არის შესაძლებლობა, რომელიც ადამიანებს ცხოვრების განმავლობაში იშვიათად ეძლევათ".
ეს არის ისტორიული პროცესი, როდესაც უნდა გადაწყდეს, რითი იცხოვრებს ეს ქვეყანა, იცხოვრებს რუსული კანონით, თუ ქართული კონსტიტუციით. ჩვენ ხვალ მივდივართ ამ პროცესზე იმისთვის, რომ დავიცვათ ქართული კონსტიტუცია, ქართული კანონი, საქართველოს დამოუკიდებლობა რუსული კანონისგან და რუსეთის მსახური ხელისუფლებისგან. ჩვენ ვეწინააღმდეგებოდით რუსულ კანონს, რადგან ზუსტად ვიცოდით, რომ რუსული კანონის მიღება ჩაკეტავდა საქართველოს წინაშე გახსნილ ევროპის კარს. ამ კანონს საკონსტიტუციო სასამართლო გააუქმებს თუ არა, ამაზე მე არ გავაკეთებ ახლა კომენტარს. ეს არის შესაძლებლობა სასამრთლოსთვის და ასეთი შესაძლებლობა იშვიათად ეძლევათ ადამიანებს ცხოვრების განმავლობაში", - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.
ცნობისთვის, 29 აგვისტოს, ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლო რუსული კანონის გაუქმების შესახებ დაიწყებს განხილვას.
მოსამართლეთა სამუშაო მაგიდაზე ახლა ოთხი საჩივარი დევს - ოთხივე მათგანი ერთ სხდომაზე განიხილება. რუსული კანონის გაუქმებას ითხოვს პრეზიდენტი, ოპოზიცია პარლამენტიდან, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია. მოპასუხე მხარე კი ამავე კანონის მიმღები ხელუსუფლება იქნება. ახლა ყველაფერი მოსამართლეთა პლენუმის ხელშია.
საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელი ეკა ბესელია და გიორგი ბურჯანაძე იქნებიან.
29 აგვისტოს მომხსენებლი მოსამართლე იქნება ხვიჩა კიკილაშვილი.
ხვიჩა კიკილაშვილი ის მოსამართლეა, რომელმაც მხარი დაუჭირა პრეზიდენტის იმპიჩმენტს, ამის შემდეგ კი მისი შვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშნეს.