"ოცნების" ხელისუფლებაში დარჩენა რუსეთის მონობას ნიშნავს - გეგელია
"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია პრეზიდენტის განცხადებას, რომ "2024 წლის არჩევნები რეფერენდუმის ტოლფასი იქნება", სრულად იზიარებს და აცხადებს, რომ სწორედ ამ საპარლამენტო არჩევნებზე წყდება ქართული სახელმწიფოებრიობის არსებობის ბედი.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ქართულ საზოგადოებას არჩევნებში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ "ოცნების" ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში, ქვეყანა რუსეთის მონა იქნება.
ეს ნამდვილად არის გადარჩენის არჩევნები, რადგან ახლა წყდება ქართული სახელმწიფოებრიობის არსებობის ბედი და რა საკვირველია, "ოცნების" ხელისუფლებაში დარჩენა ნიშნავს ამ სახელმწიფოს, ყოველივე ქართულის აღსასრულს და ამავე დროს, რუსეთის მონობას. შესაბამისად, ჩვენ ყველანი უნდა გამოვიდეთ არჩევნებზე, დავაფიქსიროთ ჩვენი სამოქალაქო პოზიცია და უნდა დავიხსნათ ჩვენი სახელმწიფო რუსეთის კლანჭებისგან", - ამბობს გეგელია.
არჩევნებამდე ორი თვით ადრე სალომე ზურაბიშვილმა მკაფიოდ უთხრა საქართველოს მოქალაქეებს, რომ არჩევანი 26 ოქტომბერს გასაკეთებელი ევროპასა და რუსეთის მონობას შორის აქვთ. თუკი აქამდე, ქვეყნის პრეზიდენტი პერსონალურად ოლიგარქზე საუბარს ერიდებოდა, ეს საზღვრები სალომე ზურაბიშვილმა გუშინ დაარღვია, ბიძინა ივანიშვილს მხილების დღე მოუწყო და საკუთარი ხალხის და ახალგაზრდობისთვის ომის წამოწყებაში ამხილა.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.