ქვეყანაში გვყავს ადამიანი, რომელსაც ევროპის დროშა ხელში უჭირავს - ხოშტარია პრეზიდენტზე
"ქვეყანაში გვყავს ადამიანი, რომელსაც უჭირავს ევროპის დროშა" - ამის შესახებ განცხადება კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ გააკეთა.
ხოშტარიას თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში "ოცნების" ხელისუფლების დასამარცხებლად, ოპოზიციურ პარტიებს განსაკუთრებული როლი აქვთ.
პრეზიდენტი თამაშობს ძალიან მნიშვნელოვან როლს. ჩვენ, ფაქტობრივად, ქვეყანაში გვყავს ადამიანი, რომელსაც უჭირავს ევროპის დროშა. პარტიებს გვაქვს განსაზღვრული როლი ამ პროცესში. ჩვენ გვაქვს ქარტიაზე ხელი მოწერილი, ვემზადებით არჩევნებისთვის. ხალხში არის აბსოლუტურად განსაზღვრული განწყობა ცვლილებებისთვის და ეს 60 დღე ამ ქვეყანამ უნდა გაიაროს ღირსეულად და დაასრულოს გამარჯვებით", - ამბობს ხოშტარია.
არჩევნებამდე ორი თვით ადრე სალომე ზურაბიშვილმა მკაფიოდ უთხრა საქართველოს მოქალაქეებს, რომ არჩევანი 26 ოქტომბერს გასაკეთებელი ევროპასა და რუსეთის მონობას შორის აქვთ. თუკი აქამდე, ქვეყნის პრეზიდენტი პერსონალურად ოლიგარქზე საუბარს ერიდებოდა, ეს საზღვრები სალომე ზურაბიშვილმა გუშინ დაარღვია, ბიძინა ივანიშვილს მხილების დღე მოუწყო და საკუთარი ხალხის და ახალგაზრდობისთვის ომის წამოწყებაში ამხილა.