საკონსტიტუციო "ოცნების" მიერ კონტროლდება, ამიტომ ობიექტური გადაწყვეტილების მოლოდინი არ მაქვს - ჯაფარიძე

28.08.24 17:40
საკონსტიტუციო "ოცნების" მიერ კონტროლდება, ამიტომ ობიექტური გადაწყვეტილების მოლოდინი არ მაქვს - ჯაფარიძე

"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს არ აქვს მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო პოლიტიკურ წნეხს გაუძლებს და რუსული კანონის არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით ობიექტურ გადაწყვეტილებას გამოიტანს.

ბადრი ჯაფარიძე ფიქრობს, რომ რუსული კანონი მხოლოდ მას შემდეგ გაუქმდება, რაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, "ოცნება" ხელისუფლებას ჩამოშორდება. 

საკონსტიტუციო სასამართლო დღეს კონტროლდება "ქართული ოცნების" მიერ, ამიტომ მოლოდინი დიდი ობიექტურ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით არ უნდა გქონდეს. რუსული კანონი გაუმდება, როდესაც "ქართული ოცნება" ჩამოშორდება ხელისუფლებას არჩევნების გზით", - ამბობს ბადრი ჯაფარიძე. 

ცნობისთვის, 29 აგვისტოს, ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლო რუსული კანონის გაუქმების შესახებ დაიწყებს განხილვას

მოსამართლეთა სამუშაო მაგიდაზე ახლა ოთხი საჩივარი დევს - ოთხივე მათგანი ერთ სხდომაზე განიხილება. რუსული კანონის გაუქმებას ითხოვს პრეზიდენტი, ოპოზიცია პარლამენტიდან, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია. მოპასუხე მხარე კი ამავე კანონის მიმღები ხელუსუფლება იქნება. ახლა ყველაფერი მოსამართლეთა პლენუმის ხელშია.  

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელი ეკა ბესელია და გიორგი ბურჯანაძე იქნებიან

 29 აგვისტოს მომხსენებლი მოსამართლე იქნება ხვიჩა კიკილაშვილი.

ხვიჩა კიკილაშვილი ის მოსამართლეა, რომელმაც მხარი დაუჭირა პრეზიდენტის იმპიჩმენტს, ამის შემდეგ კი მისი შვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშნეს.

მსგავსი სიახლეები