გააუქმებს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო რუსულ კანონს? - რას ამბობს მაია კოპალეიშვილი

28.08.24 17:50
გააუქმებს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო რუსულ კანონს? - რას ამბობს მაია კოპალეიშვილი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, მაია კოპალეიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ მოსამართლეთა კოლეგია რუსული კანონის არაკონსტიტუციურად გამოცხადების მნიშვნელობას გაიაზრებს და ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. 

კოალიცია "ცვლილებებისთვის" წევრი იმასაც ამბობს, რომ წარსულში, პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით, სასამართლოს მხრიდან უარყოფითი გამოცდილება მიიღო, თუმცა ამის მიუხედავად, იმედოვნებს, რომ მოსამართლეთა კოლექტია ფაქტებს ამჯერად მაინც შეაფასებს ადეკვატურად და კონსტიტუციის შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. 

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვიდან გამომდინარე, ცუდი გამოცდილება გვაქვს ყველას. მე იმედი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები გაიაზრებენ ამ საკითხს და იმას, თუ რამდენად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ აქტის მოქმედება შეჩერდეს, აქტი არაკონსტიტუციურად ცნოს და მიიღებენ ერთადერთ სწორ, კონსტიტუციის შესაბამის გადაწყვეტილებას. რამეთუ ჩვენ ვიცით, რომ რუსული კანონი მიმართულია ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ, იწვევს ჩვენს ქვეყანაში ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების გაუქმებას", - ამბობს მაია კოლაპალეიშვილი. 

ცნობისთვის, 29 აგვისტოს, ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლო რუსული კანონის გაუქმების შესახებ დაიწყებს განხილვას

მოსამართლეთა სამუშაო მაგიდაზე ახლა ოთხი საჩივარი დევს - ოთხივე მათგანი ერთ სხდომაზე განიხილება. რუსული კანონის გაუქმებას ითხოვს პრეზიდენტი, ოპოზიცია პარლამენტიდან, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია. მოპასუხე მხარე კი ამავე კანონის მიმღები ხელუსუფლება იქნება. ახლა ყველაფერი მოსამართლეთა პლენუმის ხელშია.  

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელი ეკა ბესელია და გიორგი ბურჯანაძე იქნებიან

 29 აგვისტოს მომხსენებლი მოსამართლე იქნება ხვიჩა კიკილაშვილი.

ხვიჩა კიკილაშვილი ის მოსამართლეა, რომელმაც მხარი დაუჭირა პრეზიდენტის იმპიჩმენტს, ამის შემდეგ კი მისი შვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშნეს.

მსგავსი სიახლეები