საკონსტიტუციო არ არის დამოუკიდებელი და ისინი ივანიშვილის დაკვეთას შეასრულებენ - მეზვრიშვილი

28.08.24 17:55
საკონსტიტუციო არ არის დამოუკიდებელი და ისინი ივანიშვილის დაკვეთას შეასრულებენ - მეზვრიშვილი

საქართველოს ყოფილი პრემიერის გუნდში სჯერათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო პოლიტიკურ წნეხს ვერ გაუძლებს და ტესტს ვერ ჩააბარებს.

როგორც ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რუსული კანონის გაუქმებასთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინი არ გააჩნია, რადგან ქვეყნის მთავარი სასამართლო ივანიშვილის ხელისუფლების დაკვეთას შეასრულებს. 

მე პოზიტიური მოლოდინი არ მაქვს, თუ გავითვალისწინებთ მოსამართლეს, ვინც ამ გადაწყვეტილებას იხილავს, თუმცა ჩვენ არ დაგვავიწყდეს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დღეს არ არის დამოუკიდებელი და ისინი შეასრულებენ ბიძინა ივანიშვილისა და "ოცნების" დაკვეთას", - ამბობს ნათია მეზვრიშვილი. 

ცნობისთვის, 29 აგვისტოს, ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლო რუსული კანონის გაუქმების შესახებ დაიწყებს განხილვას

მოსამართლეთა სამუშაო მაგიდაზე ახლა ოთხი საჩივარი დევს - ოთხივე მათგანი ერთ სხდომაზე განიხილება. რუსული კანონის გაუქმებას ითხოვს პრეზიდენტი, ოპოზიცია პარლამენტიდან, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია. მოპასუხე მხარე კი ამავე კანონის მიმღები ხელუსუფლება იქნება. ახლა ყველაფერი მოსამართლეთა პლენუმის ხელშია.  

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელი ეკა ბესელია და გიორგი ბურჯანაძე იქნებიან

 29 აგვისტოს მომხსენებლი მოსამართლე იქნება ხვიჩა კიკილაშვილი.

ხვიჩა კიკილაშვილი ის მოსამართლეა, რომელმაც მხარი დაუჭირა პრეზიდენტის იმპიჩმენტს, ამის შემდეგ კი მისი შვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშნეს.

მსგავსი სიახლეები