"სირცხვილია" ვერ ვიხსენით, ფაშისტურმა ბულინგმა გაიმარჯვა - მდინარაძე
"სამწუხაროდ ფაშისტურმა ბულინგმა “სირცხვილიაზე” გაიმარჯვა, ვერ ვიხსენით, აღარ რეგისტრირდებიანო" - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე "სირცხვილიას" გადაწყვეტილებას, აღარ დარეგისტრირდეს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად.
“სირცხვილია” რუსულ კანონთან დაკავშირებით რეგისტრაციის გადაწყვეტილებას აუქმებს - ამის შესახებ მოძრაობამ განცხადება გაავრცელა.
სამოქალაქო მოძრაობა“ სირცხვილიამ“ გუშინ 9 წუთიან ვიდეო გაავრცელეს, სადაც იმ მიზეზებზე იყო საუაბრი, რის გამოც რუსული კანონის რეესტრში საკუთარი ნებით რეგისტრირდებიან.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.