“სირცხვილია” რუსულ კანონთან დაკავშირებით რეგისტრაციის გადაწყვეტილებას აუქმებს

31.08.24 15:31
 “სირცხვილია” რუსულ კანონთან დაკავშირებით რეგისტრაციის გადაწყვეტილებას აუქმებს

“სირცხვილია” რუსულ კანონთან დაკავშირებით რეგისტრაციის გადაწყვეტილებას აუქმებს - ამის შესახებ მოძრაობამ განცხადება გაავრცელა. 

გვესმის და ვიღებთ საზოგადოების რეაქციას - წერია გავრცელებულ წერილში.

ორგანიზაცია წერს, რომ განცხადების დროც, ფორმაც და შინაარსიც იყო შეცდომა და შესაძლებელი იყო რისკების უკეთ გათვლა და პრევენცია.

მოძრაობა “სირცხვილია” აუქმებს რუსულ კანონთან დაკავშირებით რეგისტრაციის გადაწყვეტილებას.
გვესმის და ვიღებთ საზოგადოების რეაქციას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოქალაქეებისა და თანამოაზრეების კრიტიკა. ძალიან ვწუხვართ, რომ სათანადოდ ვერ შევაფასეთ ის შედეგები, რაც ჩვენს გადაწყვეტილებას შეიძლებოდა მოჰყოლოდა. მიგვაჩნია, რომ ჩვენი განცხადების დროც, ფორმაცა და შინაარსიც იყო შეცდომა და შესაძლებელი იყო რისკების უკეთ გათვლა და პრევენცია.
ჩვენი გადაწყვეტილება ეფუძნებოდა მიზანს, რომ არჩევნებში მოქალაქეთა მონაწილეობის გასაზრდელად დაგეგმილი კამპანიები ჩაგვეტარებინა, რათა ოქტომბრის არჩევნებზე ხელისუფლების ცვლილებისთვის შეგვეწყო ხელი, თუმცა, გამოხმაურებებზე დაყრდნობით ვიაზრებთ, რომ თანამოაზრეებშიც კი ნიჰილიზმისა და იმედგაცრუების დათესვას შევუწყვეთ ხელი, რაც ცხადია, საერთო მიზანს როგორც მოკლე, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში აზიანებს. 
ჩვენი გადაწყვეტილების ერთერთი საფუძველი იყო ის, რომ ფუნდამენტურად არასწორად მიგვაჩნდა ხელისუფლებისთვის წინასაარჩევნოდ ჯარიმების გადახდა, ახლაც იმავე აზრზე ვართ. ამიტომ, დაჯარიმების შემთხვევაში, “სირცხვილია” არ აპირებს ჯარიმების გადახდას.
გიორგი მჟავანაძე ტოვებს დირექტორის თანამდებობას და მუშაობას ახალი ხელმძღვანელობით ვაგრძელებთ.
მადლობა თანამოაზრეებს გულწრფელი კრიტიკისა და რჩევებისთვის',- წერია განცხადებაში.

ცოტა ხნის წინ ჯერ "სირცხილიას" ვიდეო, სადაც ორგანიზაციის წევრები რუსული კანონის რეესტრში დარეგისტრირებაზე საუბრობდნენ, ფეისბუკ-გვერდიდან გაქრა.

სამოქალაქო მოძრაობა“ სირცხვილიამ“ გუშინ 9 წუთიან ვიდეო გაავრცელეს, სადაც იმ მიზეზებზე იყო საუაბრი, რის გამოც რუსული კანონის რეესტრში საკუთარი ნებით რეგისტრირდებიან.