საუბარი გლობალური ომის პარტიაზე სრული სისულელეა; ომი პუტინის გარდა არავის უნდა - ვოლკერი
"საუბარი გლობალური ომის პარტიაზე სრული სისულელეა; ომი პუტინის გარდა არავის უნდა" - ამის შესახებ ნატო-ში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა და „ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის“ (CEPA) წარმომადგენელმა, კურტ ვოლკერმა „თბილისი რუმსში“ განაცხადა.
ვოლკერმა ასევე ამერიკა-საქართველოს ბოლოდროინდელ ურთერთობაზეც ისაუბრა და მას დიდი იმედგაცრუება უწოდა.
დიპლომატმა იმ თავდასხმებზეც გაამახვილა ყურადღება, რომელსაც მისი თქმით, "ოცნების" წევრების მხრიდან შტატებზე სისტემატურად აქვს ადგილი.
"ძალიან დიდი იმედგაცრუებაა ის, თუ რა ეტაპზეა ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები ახლა. ახლა გვაქვს მდგომარეობა რომ საქართველოს მთავრობა უწყვეტად ესხმის თავს შეერთებულ შტატებს და დისტანცირდება შტატებისგან. ეს ჩემი აზრით, უფრო მეტად საშინაო ნარატივის ნაწილია, რომელსაც ძალაუფლების შესანარჩუნებლად იყენებენ. ძალიან სულელური განცხადებაა თითქოს ამერიკას საქართველოში ომი უნდა. საუბარი გლობალური ომის პარტიაზე სრული სისულელეა, ეს პარტია არ არსებობს. ომი პუტინის გარდა არავის უნდა, თუ ომის დასრულება გინდათ, მაშინ ეს ვლადიმირ პუტინს უნდა უთხრათ, რადგან ის არის ერთადერთი ვინც ომს იწყებს და აგრძელებს"- განაცხადა ვოლკერმა.
ცნობისთვის, მეორე დღეა მაკკეინის ინსტიტუტი, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციას, სახელწოდებით „გარდამტეხი წელი“ მასპინძლობენ.
ასევე ნახეთ: