ჩვენ მათ აქეთ უნდა დავაკვირდეთ - მდინარაძე ISFED-ის წინააღმდეგ

04.09.24 15:36
ჩვენ მათ აქეთ უნდა დავაკვირდეთ - მდინარაძე ISFED-ის წინააღმდეგ

ხელისუფლება ორგანიზაცია "სამართლიან არჩევნების" წინააღმდეგ - საქართველოს პრემიერის შემდეგ, ISFED-ის ანგარიშს უნდობლობას უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძეც უცხადებს. 

მეტიც, უმრავლესობის ლიდერის თქმით, გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციას პირიქით, იქით უნდა დააკვირდნენ. 

მმართველი გუნდის გაღუიზიანება "სამართლიანი არჩევნების" კვლევამ გამოიწვია, სადაც ორგანიზაცია საჯარო მოხელეების იძულებაზე, ამომრჩევლის მოსყიდვაზე და პარტიასა და სახელმწიფოს შორის წაშლილ ზღვარზე საუბრობს. 

რაც შეეხება კოლოსალური შემოწირულობების თემას, მდინარაძე ამტკიცებს, რომ მოსახლეობას წარსულის დაბრუნება არ სურს და ამიტომ ეხმარება ამჟამინდელ ხელისუფლებას. 

ისინი რას უნდა დააკვირდნენ... მათ აქეთ უნდა დავაკვირდეთ ყველანი ერთად, რომ რაიმე სიყალბე არ ჩაიდინონ. ISFED რას უნდა დააკვირდნენ. თუკი რაიმე საშუალება აქვთ მართველ პარტიას წირავენ თანხებს იმისათვის, რომ რეკეტი, სიბნელე, დაყაჩაღება, ღამე გადაფორმება და "ჩუქება" მათი ბიზნესების ძალით არ მოხდეს", - ამბობს მამუკა მდინარაძე.

საჯარო მოხელეების იძულება, ამომრჩევლის მოსყიდვა, პარტიასა და სახელმწიფოს შორის წაშლილი ზღვარი, პოლარიზებული გარემო და მმართველი პარტიის ანტიდასავლური რიტორიკა - როგორ გამოიყურება წინასაარჩევნო გარემო ქვეყანაში? მონიტორინგის ანგარიში "სამართლიანმა არჩევნებმა" გაასაჯაროა.

ასევე ნახეთ:

"სამარცხვინოა" - კობახიძე ISFED-ის ანგარიშზე