წმენდა საჯარო სკოლებში - პოლიტიკურად არასასურველ კადრებს “ოცნება“ წინასაარჩევნოდ იცილებს

04.09.24 20:04
წმენდა საჯარო სკოლებში - პოლიტიკურად არასასურველ კადრებს “ოცნება“ წინასაარჩევნოდ იცილებს

დიდი წმენდა საჯარო სკოლებში. პოლიტიკურად არასასურველ კადრებს “ოცნება“ წინასაარჩევნოდ იცილებს. რეპრესიები დასავლეთ საქართეველოში დაიწყო. სოფელ ნოქალაქევის სკოლის დირექტორი სამსახურიდან მხოლოდ იმიტომ გაუშვეს, რომ სოციალურ ქსელში მისი აქტიურობა არ მოეწონათ.  მის ნაცვლად კი პოლიციის მაღალჩინოსნის მეუღლე დანიშნეს. თუმცა მუქარა და შანტაჟი გათავისუფლების შემდეგაც გაგრძელდა. იმ შემთხვევაში, თუ შორენა შამათავა არ გაჩუმდება, მას პედაგოგის თანამდებობასაც დაატოვებინებენ. 

ტერორისა და ზეწოლის მსხვერპლი გახდა  ხონის სოფელ ნამაშევის სკოლის ხელმძღვანელი, რომლის თანამდებობაც ადილობრივ რწმუნებულს ჩააბარეს. პოლიტიკური რეპრესიების მანქანა ჩაირთო ჭიათურაშიც.  პოსტი დაატოვებინეს მე-7 სკოლის დირექტორსაც. მიზეზი კი ის არის,  რომ “ოცნების“ მხარდამჭერი არ იყო. როგორც ჩანს ეს მხოლოდ დასაწყისია და ხელისუფლება არჩევნების წინ სკოლების სრულ პოლიტიკურ სტერილიზაციას გეგმავს.

ნახეთ, ანა მდივანის რეპორტაჟი