ერთ მხარესაა მოსახლეობის უმრავლესობა, რომელსაც უნდა ცვლილებები, მეორე მხარეს ერთი მუჭა, კორუმპირებული ჩინოვნიკები, რომლებიც ოლიგარქს იცავენ - ქადაგიძე
მოქალაქეები "რუსული კანონის" მიმღები დეპუტატების პირისპირ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, გიორგი ქადაგიძე მიუნხენის აეროპორტში მომხდარ ფაქტს აფასებს.
საუბარია, მიუნხენის აეროპორტში მომხდარ ფაქტზე, როცა საქართველოს მოქალაქემ რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატს "მონა და სამშობლოს მოღალატე" უწოდა.
ქადაგიძის თქმით, "ერთ მხარესაა მოსახლეობის უმრავლესობა, რომელსაც უნდა ცვლილებები, მეორე მხარეს ერთი მუჭა, კორუმპირებული ჩინოვნიკები, რომლებიც ოლიგარქს იცავენ".
მისივე თქმით, განსაკუთრებულად ცინიკურია ფაქტი, რომ რუსული კანონის მიმღები დეპუტატები ევროპაში მოგზაურობენ.
საქართველოს მოსახლეობა ვართ აბსოლუტური უმრავლესობა, რომელსაც უნდა ცვლილებები, ევროკავშირი, მეტი შემოსავალი, ევროპული ხარისხის წესი და მეორე მხარეს არიან ერთი მუჭა, ძალიან კორუმპირებული ჩინოვნიკები, რომლებიც ოლიგარქის დაცვით არიან დაკავებულები. მათ ხვდებათ წინააღმდეგობა ყველგან, განსაკუთრებით, როდესაც ევროპულ აეროპორტებზეა საუბარი, სადაც ამ ადამიანების მოგზაურობა ცინიკურია", - ამბობს გიორგი ქადაგიძე.
ცნობისთვის, 4 სექტემბერს, "ქართული ოცნების" დეპუტატს, დავით მათიკაშვილს, აეროპორტში მონა და სამშობლოს გამყიდველი ეძახეს.
ასევე ნახეთ:
-
"მათიკაშვილი მოღალატეობრივ საქციელში ვამხილე" - ინტერვიუ ქალთან, რომელმაც "ოცნების" დეპუტატს მონა ეძახა
-
სახედრისგან წიხლი არ მწყენია - მათიკაშვილის პირველი კომენტარი