"ოცნების" დეპუტატი რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს "ცუდად დამთავრებას" უანონსებს
"ქართული ოცნების" დეპუტატი, ბექა დავითულიანი რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს, რომლებიც მმართველი პარტიის წევრებს დისკომფორტს უქმნიან, "ცუდად დამთავრებას" უანონსებს.
ივანიშვილის გუნდის წევრი მიუნხენის აეროპორტში მომხდარ შემთხვევას ეხმაურება და საზოგადოებას მოუწოდებს, "სიგიჟეს" არ აჰყვნენ.
დავითულიანი ამტკიცებს, რომ ქალმა, რომელმაც მათიკაშვილს "მონა" ეძახა, საკადრისი პასუხი მიიღო:
დავით მათიკაშვილმა გასცა, ალბათ, პასუხი და იქითაც ეძახა მონა და აგინა, თუ საგინებელი იყო. ხალხის პროტესტი არა. ვიღაც აქტივისტები გამოდიან, როგორც წესი ძალიან აქტიური წარმომადგენლები რომელიღაც რადიკალური ჯგუფების და ცდილობენ, რომ ამით ფონი შექმნან ქვეყანაში. რაც შეეხება იმათ, ვინც მართლა არ იყოს ჩვენი მომხრე და ჩვენი მოწინააღმდეგე იყოს და ასეთებიც არიან, მოვუწოდებ, რომ ნუ აყვებიან ამ სიგიჟეს, თორემ მათთვისაც ცუდად დამთავრდება", - ამბობს ბექა დავითულიანი.
"ხალხის ძალის" წევრის, ეკა სეფიაშვილის შეფასებით, რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატისთვის მონის წოდება არა პროტესტი, არამედ სიძულვილისა და ზიზღის კამპანიაა.
"ქართული ოცნების" სატელიტი პარტიის წარმომადგენლის მტკიცებით, მოქალაქე, რომელიც მათიკაშვილს დაუპირისპირდა, "უცხოური ნარატივის მონაა, რომელიც ქართველი ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება".
ძალიან ცუდი, ეს ზიზღისა და სიძულვილის კამპანია უნდა დამთავრდეს ქართულ პოლიტიკაში. დავით მათიკაშვილი არის სამშობლოს პატრიოტი ადამიანი და ის, ვინც მას მონა ეძახა, არის იმ უცხოური ნარატივის მონა, რომელსაც ლოგიკასთან და ქართველი ხალხის ინტერესბთან არაფერი ესაქმება", - ამბობს ეკა სეფაშვილი.
"ქართული ოცნების" წევრი, ირაკლი კირცხალია კი შემთხვევას "ფაშიზმად" მოიხსენიებს და ირწმუნება, რომ მომხდარის უკან "კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა დგას, რომელიც სიძულვილის ენას ახალისებს".
რით ვხსნით და იმ ფაშისტური დამოკიდებულებებით, რაც ვიხილეთ მთელმა საზოგადოებამ. ეს არის მათი ფაშისტური სახე, სიძულვილის ენა და ის უბედურება, რასაც კოლექტიური "ნაცმოძრაობა" ახალისებს და ეს არის მათი ბუნებრივი სახე", - ამბობს ირაკლი კირცხალია.
ცნობისთვის, 4 სექტემბერს, "ქართული ოცნების" დეპუტატს, დავით მათიკაშვილს, აეროპორტში მონა და სამშობლოს გამყიდველი ეძახეს.
ასევე ნახეთ: