ლიბერალური ფაშიზმის გამოვლინება - კობახიძე მათიკაშვილისთვის "მონის" დაძახებაზე

06.09.24 16:10
ლიბერალური ფაშიზმის გამოვლინება - კობახიძე მათიკაშვილისთვის "მონის" დაძახებაზე

ირაკლი კობახიძე დავით მათიკაშვილისთვის "მონის" დაძახებას ლიბერალური ფაშიზმის გამოვლინებად აფასებს და ინციდენტის უკან "რადიკალური პარტიების ან რადიკალური „ენჯეოების“ წარმომადგენლების" კვალს ხედავს.

"არ უნდა დავუშვათ საქართველოში ლიბერალური ფაშიზმის გავრცელება, მათ შორის, ამ ყველაფრის უცხოეთიდან დაფინანსება", - ამბობს კობახიძე.

„ზოგადად, ლიბერალური ფაშიზმი არის ის, რასაც უნდა ვებრძოლოთ. ეს აქტი, რაც ვიხილეთ კონკრეტული დეპუტატის მიმართ, არის ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოვლინება. ყოველ ჯერზე, ჩვენ ვხედავთ, რომ არცერთ შემთხვევაში გულწრფელი მოქალაქე არასდროს არის ასეთი აქტის ავტორი, ყოველ ჯერზე არიან რადიკალური პარტიების ან რადიკალური „ენჯეოების“ წარმომადგენლები. ამ შემთხვევაში, უცხოელიც იყო ჩართული, რაც შემაშფოთებელია. რა თქმა უნდა, არ უნდა დავუშვათ საქართველოში ლიბერალური ფაშიზმის გავრცელება, მათ შორის, ამ ყველაფრის უცხოეთიდან დაფინანსება. ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რაც ჰქონდა „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, იყო ლიბერალური ფაშიზმის დაფინანსების შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. დარწმუნებული ვარ, როგორც კი ინფორმაცია გახდება გამჭვირვალე ლიბერალური ფაშიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებით, დონორები თავს შეიკავებენ ასეთი აქტების დაფინანსებისგან“, - აღნიშნა პრემიერმა.

ცნობისთვის, 4 სექტემბერს, "ქართული ოცნების" დეპუტატს, დავით მათიკაშვილს, აეროპორტში მონა და სამშობლოს გამყიდველი ეძახეს.  

ასევე ნახეთ: