ბუაძე: ივანიშვილს განზრახული აქვს, ბიუჯეტიდან დააფინანსოს ისეთი ორგანიზაციები, რომლებიც რუსულ სპეცოპერაციაში საკუთარ როლს შეასრულებენ
“რამდენი ტიპის სატყუარაც არ უნდა მოიფიქროს ხელისუფლებამ რუსული კანონის საპირწონედ, ხაზი უკვე გავლებულია “ - ასე აფასებს "ძლიერი საქართველოს" წევრი, საბა ბუაძე “ოცნების“ ახალ ინიციატივას.
ბუაძე მიიჩნევს, რომ ივანიშვილს განზრახული აქვს, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, დააფინანსოს ისეთი ორგანიზაციები, რომლებიც რუსულ სპეცოპერაციაში საკუთარ როლს შეასრულებენ:
რამდენი ტიპის სატყუარაც არ უნდა მოიფიქროს ხელისუფლებამ რუსული კანონის საპირწონედ, ხაზი უკვე გავლებულია და ამ ქვეყანაში რეპუტაციის, სანდოობის და კეთილსინდისიერების მქონე ყველა სამოქალქო ორგანიზაციამ უარი თქვა დარეგისტირებაზე. ივანიშვილს განზრახული აქვს, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, დააფინანსოს ისეთი ტიპის ორგანიზაციები, რომლებიც ამ რუსულ სპეცოპერაციაში საკუთარ როლს შეასრულებენ და ეს არის ერთგვარი დანაშულებრივი სქემა, სადაც არასამათავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ხელისუფლების დაქვემდებარებულები არიან, მიიღებენ დაფინანსებას ხელისუფლების საქმეში“,- განაცხადა ბუაძემ.
საქართველოს მთავრობა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომელიც ე.წ. აგენტების რეესტრში დარეგისტრირდნენ, სახელმწიფო გრანტს გამოყოფს.
გია ვოლსკის ინფორმაციით, ეს თანხა პირველ ეტაპზე 200 მილიონამდე ლარი იქნება და შესაძლოა, შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდოს.