"ოცნების" ბრძოლა შეძახილთან - "მონა"
ქართული ოცნების გამოცხადებული ბრძოლა შეძახილთან - "მონა". დაჯარიმებულია კიდევ ერთი მოქალაქე, რომელმაც რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატს მონა ეძახა.
ლექსო სამხარაძე ის აქტივისტია, ვინც ოცნების წევრ ჯაფარიძეს ქუჩაში შემთხვევით შეხვდა და საკუთარი დამოკიდებულება მონას შეძახილით გამოხატა. ამ ფრაზამ ჯაფარიძე წყობიდან ისე გამოიყვანა, რომ ჯერ გინება დაიწყო, შემდეგ კი ხილ ბოსტნის მაღაზიიდან ფორთოხალი დაიტაცა და ასე აედევნა აქტივისტს. სამხარაძეს ჯაფარიძის ნასროლი ფორთოხალი აცდა.