ლაშა ტალახაძე, გენო პეტრიაშვილი - სპორტსმენები ივანიშვილის პარტიის სიაში არიან
“ოცნებამ“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიის საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა.
საარჩევნო სიის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილი იქნება, მეორე ნომრად კი ირაკლი კობახიძე დასახელდა.
“ქართული ოცნების“ 2024 წლის საარჩევნო სიას ორი ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი შეემატა.
მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი მედიასთან ამბობს, რომ “შეუერთდი ძალიან მაგარ გუნდს, მაგრამ სპორტი მის ცხოვრებაში ყოველთვის იქნება“.
მე, როგორც გენო პეტრიაშვილმა, ძალიან ბევრი მაგარი ემოცია შევძინე ჩემს გულშემატკივარს, რაც შემეძლო და ახლაც ვეცდები, რომ ძალიან ბევრი მაგარი საქმე გავაკეთო და შევუერთდე ამ ძალიან მაგარ გუნდს. ძალიან უყვარს თითოეულ ჩვენთაგანს ჩვენი სამშობლო და ყველა ადამიანს აქვს უფლება, მიიღოს ეს გადაწყვეტილება...
სპორტი ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის არის, ყოველთვის იქნება, უბრალოდ ახლა მაქვს პერიოდი, დაახლოებით, დიდი დრო დამჭირდება, რომ ტრავმები მოვიშუშო, მაგრამ ვრჩები სპორტში“, - თქვა პეტრიაშვილმა.