კალაძისთვის კონგრესმენების მწვავე გზავნილებს "ჩალის ფასი აქვს"

11.09.24 17:18
კალაძისთვის კონგრესმენების მწვავე გზავნილებს "ჩალის ფასი აქვს"

"ქართული ოცნებისთვის" კონგრესმენების მწვავე გზავნილებს "ჩალის ფასი აქვს" - თბილისის მერი გავლენიან ამერიკელ დიპლომატებს სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ მათი განცხადებები ტყუილზეა დაფუძნებული. 

ეს განცხადებები ჩემთვის ფასეული არ არის. არანაირი ფასი არ აქვს ამ განცხადებებს, იმიტომ, რომ ძირითადად, ეს განცხადებები დაფუძნებულია სიცრუეზე, ტყუილზე. როგორ შეიძლება მიიღო დადებითად აღნიშნული განცხადებები, როდესაც 2012 წლამდე პერიოდს დემოკრატიის შუქურად მოიხსენიებდნენ ქვეყანაში და დღეს მართლაც ქვეყანა, ყველა კრიტერიუმით, ყველა პარამეტრით - სიტყვის და გამოხატვის უფლებით, გინდ დემოკრატიით, ბიზნესის თავისუფლებით, რავიცი, როემლი ერთი პარალემტრი მოვიყვანო, არის ერთ-ერთი საუკეთესო ევროპაში და ვისმენთ ამ ტიპის განცხადებებს. სამარცხვინოა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩალის ფასი აქვს ჩვენთვის ამ ტიპის განცხადებებს", - ამბობს კალაძე. 

ხავსი წყალწაღებულებისთვის - ეს შეფასება კი უმრავლესობის ლიდერს ეკუთვნის. 

მამუკა მდინარაძის მტკიცებით, ასეთი განცხადებები "ქართული აგენტურული ოპოზიციისთვის" მაშველი რგოლია.

აშშ კი არ საუბრობს ამას, საუბრობს ერთი კონგრესმენი, რომელიც მაშველ რგოლს უგდებს ასევე ქართულ აგენტურულ ოპოზიციას. დამთავრდა ეს მაშველი რგოლი უკვე გახდა ხავსი წყალწაღებულებისთვის", - განაცხადა მდინარაძემ. 

სენატში საქართველოს შესახებ მსჯელობამდე ერთი დღით ადრე, შტატბიდან უმწვავესი გზვნილები არ წყდება. კონგრესმენებმა გუშინ სომხეთის კრიზისზე იმჯელეს, თუცმა ყურადღების მიღმა არც საქართველო დარჩენიათ.

სენატში საქართველოს შესახებ მსჯელობამდე ერთი დღით ადრე, შტატბიდან უმწვავესი გზვნილები არ წყდება. კონგრესმენებმა გუშინ სომხეთის კრიზისზე იმჯელეს, თუცმა ყურადღების მიღმა არც საქართველო დარჩენიათ.

საქართველოს ხელისუფლება დიქტატურის გზას დაადგა - თქვა "მეგობარი აქტის" ავტორმა, ამერიკელმა კონგრესმენმა, ჯო ვილსონმა.

ამერიკელი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ოქტომბრის არჩევნები ქვეყნისთვის გარდამტეხი იქნება. უმწვავესი იყო ეუთოში   შეერთებული შტატების ელჩის შეფასებაც, დიპლომატმა პირდაპირ თქვა, რომ საქართველომ უდიდესი დემოკრატიული უკუსვლა განიცადა. ახსენა საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთში სავარაუდოდ უკანონოდ გატანილი სანქცირებული ტვირთები და რუსული კანონი, რომელიც პუტინის კანონის სრული ანალოგია.

მსგავსი სიახლეები