გრიგოლ გეგელია: საქართველოსთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა 26 ოქტომბრამდე სრულად დახურულია
ყველა პარტნიორი პირდაპირ აცხადებს, რომ საქართველო აღარ დგას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ გნაცხადა.
გეგელიასთვის ამერიკელი კონგრესმენების მიერ გაკეთებული მწვავე გზავნილები კიდევ ერთი დასტურია, რომ საქართველოსთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა მინიმუმ 26 ოქტომბრამდე დახურულია.
გეგელიას თქმით, სამარცხვინოა ის ფაქტი, რომ საქართველოს უკვე ისეთი ტიპის ჰიბრიდულ ან ავტოკრატიულ რეჟიმებს ადარებენ, როგორიც ვენესუელა, ჩინეთი და ირანია
ჩვენს სახელმწიფოში, სამწუხაროდ, დადგა ის სამარცხვინო და სავალალო მომენტი, როდესაც ქართულ პოლიტიკას და ქართულ სახელმწიფოებრიობას ადარებენ ისეთი ტიპის ჰიბრიდულ ან ავტოკრატიულ რეჟიმებს, როგორიც არის ვენესუელა, ჩინეთი, ირანი და ყველა პარტნიორი პირდაპირ აცხადებს, რომ საქართველო აღარ დგას ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ძალიან მარტივად, ძალიან სამწუხაროდ, საქართველოსთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა არის სრულად დახურული მინიმუმ 26 ოქტომბრამდე", - განაცხადა გეგელიამ.
სენატში საქართველოს შესახებ მსჯელობამდე ერთი დღით ადრე, შტატბიდან უმწვავესი გზვნილები არ წყდება. კონგრესმენებმა გუშინ სომხეთის კრიზისზე იმჯელეს, თუცმა ყურადღების მიღმა არც საქართველო დარჩენიათ.
ამერიკელი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ოქტომბრის არჩევნები ქვეყნისთვის გარდამტეხი იქნება. უმწვავესი იყო ეუთოში შეერთებული შტატების ელჩის შეფასებაც, დიპლომატმა პირდაპირ თქვა, რომ საქართველომ უდიდესი დემოკრატიული უკუსვლა განიცადა. ახსენა საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთში სავარაუდოდ უკანონოდ გატანილი სანქცირებული ტვირთები და რუსული კანონი, რომელიც პუტინის კანონის სრული ანალოგია.