ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს - არჩილ თალაკვაძე

17.03.21 22:40
ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს - არჩილ თალაკვაძე

ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული ორმხრივი შეხვედრის შემდეგ განაცხადა. თალაკვაძემ ჟურნალისტებთან თქვა, რომ შეთანხმება ბევრ საკითხზე შესაძლებელია და დანარჩენი ოპოზიციის პრაგმატულ ნაბიჯებზეა დამოკიდებული.

არის უამრავი საკითხი, რომელზეც ვერც მომავალში ვერ შევთანხმდებით, თუ ამას პოლიტიკურ ჭრილში განვიხილავთ. პოზიციები ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის საჭირო საკითხებზე, ხაზგასმით ვამბობ,  არის ძალიან დაახლოებული, ეს საკითხები შეთანხმებისთვის მზად არის. ვფიქრობ რომ ნამდვილად არის შესაძლებელი თუ ოპოზიცია პრაგმატულ ნაბიჯებს გადადგამს,  რომ ეს შეთანმხება შედგეს. მინდა ვთქვა, რომ ნურავინ წარმოიდგენს, რომ რომელიმე ოპოზიციონერს, რომელიც აქ იყო დღეს მოსული, "ქართული ოცნება" სთხოვს, რომ გინდა თუ არა  პარლამენტში შემოვიდეს, ჩვენ ამ მოლაპარაკებებში ჩართული ვართ იმიტომ, რომ პატივს ვცემთ იმ მოქალაქეებს, ვინც მხარი დაუჭირა ოპოზიციას, თუმცა აქვე მინდა ძალიან მკაფიოდ ვთქვა, რომ ჩვენ ასევე ძალიან ვუფრთხილდებით ჩვენი მხარდამჭერების არჩევანს ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ჩვენ მივიჩნევთ რომ მოთხოვნის განხილვა არჩევნებთან დაკავშირებით არის უსაფუძვლო, - განაცხადა თალაკვაძემ.

შეხვედრის შემდეგ არჩილ თალაკვაძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა ოპოზიციას, ჩაერთონ საპარლამენტო საქმიანობაში. 

მსგავსი სიახლეები