ნებისმიერი მტკიცება, რომ ჩვენი მისია წინასწარი განწყობით მუშაობს, სიმართლეს არ შეესაბამება - ეუთო/ოდირი
ეუთო/ოდირისს მისიის ხელმძღვანელობა რუსულ ნარატივს, თითქოს, მათი ორგანიზაცია ქვეყანაში წინასაარჩევნოდ ვითარებისს ესკალაციას ცდილობს, სიცრუეს უწოდებს.
ოუენ მერფის განცხადებით, ისინი საქართველოში ხელისუფლების მოწვევით იმყოფებიან და თავიანთ მისიას შეასრულებენ იმ ვალდებულებების მიხედვით, რაც აქვთ.
ჩვენ ვერ ვისაუბრებთ კონკრეტულ განცხადებებზე. ნებისმიერი მტკიცება, რომ თითქოს ჩვენი სადამკვირვებლო მისია წინასწარი განწყობით მუშაობს, სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენი დანიშნულება საერთოდ არ არის ვიმოქმედოთ პროცესზე და მასზე ზეგავლენა მოვადინოთ. ჩვენი მიზანია ვიმუშაოთ დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად. ხაზს იმასაც გავუსვამდი, რომ ჩვენ აქ ხელისუფლებამ მოგვიწვია, გადაწყვეტილების მიმღებმა მხარემ მოგვიწვია, რომ ჩვენ აქ შევასრულოთ ჩვენი მისია. აქ ყოფნა არ არის ჩვენი ნებაყოფილობითი გადაწყვეტილება, ეს არის მისია, რომელიც მოწვევის შემდეგ უნდა შევასრულოთ. რა თქმა უნდა ამ მისიას შევასრულებთ იმ ვალდებულებების მიხედვით, რაც გვაქვს“,- განაცხადა მერფიმ.
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრესცენტრმა მორიგი განცხადება გუშინ გაავრცელა, სადაც ოკუპანტი ქვეყნის უწყება ირწმუნება, რომ ვაშინგტონი ცდილობს დაგეგმილ არჩევნებში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) მეშვეობით ჩაერიოს.
ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, რუსეთის სამხედრო დაზვერვის ბრალდებები ერთი-ერთში გაიმეორა.
რუსეთს უკვე უპასუხეს ამერიკის შეერთებული შტატებიდან - "აბსურდი" - ასე აფასებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესპიკერი, მეთიუ მილერი რუსეთის მხრიდან გაჟღერებულ მორიგ ბრალდებას.