მთავარია, ოპოზიციამ საბაბის მოძებნა არ დაიწყოს მოლაპარაკების ჩასაშლელად - კობახიძე

17.03.21 22:43
მთავარია, ოპოზიციამ საბაბის მოძებნა არ დაიწყოს მოლაპარაკების ჩასაშლელად - კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე კრისტიან დანიელსონის მედიაციით ოპოზიციასთან გამართულ შეხვედრას დადებითად აფასებს. კობახიძე ამბობს, რომ ახლა მთავარი საფრთხე მოლაპარაკების პრიოცესში ის არის, რომ ოპოზიციამ მაგიდის აყირავებისთვის საბაბის ძიება არ დაიწყოს.

 ძალიან კარგი შეხვედრა იყო, ძალიან ბევრი საკითხი განვიხილეთ, სწორი მიმართულებით წვიდა პროცესი. მთავარია, ოპოზიციამ საბაბის მოძებნა არ დაიწყოს იმისთვის, რომ ჩაშალოს მოლაპარაკებები. საინტერესო დისკუსია შედგა, განვიხილეთ მთელი რიგი საკითხები, მათ შორის, რაღაცებზე პოზიციები შეჯერებულია, თუმცა, სხვა საკითხების განხილვაც გრძელდება, იმედი გვაქვს ხვალ კონსტრუქციულ რეჟიმში გაგრძელდება განხილვა, - თქვა კობახიძემ.

კობახიძისგან განსხვავებით, ოპოზიციამ დღევანდელი მედიაციის პროცესი შეაფასა, როგორც მძიმე და რთული მოლაპარაკების რაუნდი.