სერგო ორჯონიკიძის გამოსვლა ამერიკის კონგრესში - კობახიძე ეკა გიგაურის გამოსვლაზე
სერგო ორჯონიკიძის გამოსვლა ამერიკის კონგრესში - ასე შეაფასა ირაკლი კობახიძემ "საერტაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის გამოსვლა სენატში.
კობახიძემ ეკა გიგაურს ინგლისურის ცოდნაც დაუწუნა და თქვა, რომ სწორედ ეს იყო ახალი, რაც მისი მოსმენიდან გაიგო.
რაც შეეხება ეკა გიგაურს, ეს იყო, მორიგი ლუსტრაცია, ეს იყო ჩეულებრივი სერგო ორჯონიკიძის გამოსვლა ამერიკის კონგრესში. ერთადერთი ახალი, რაც გავიგეთ ამ გამოსვლიდან, არის ის, რომ ეკა გიგაურს წესიერი ინგლისურიც კი არ სცოდნია", - განაცხადა კობახიძემ.
ეკა გიგაურის გზავნილები სენატიდან:
- თუ ქართული დემოკრატია დამარცხდება, რუსეთი კვლავაც უკანა ეზოდ მოგვნიშნავს - ეკა გიგაურის სიტყვა აშშ-ის სენატში
- ეკა გიგაური: გადამწყვეტ ბრძოლაში ვართ, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული მომავლის დასაცავად უკან დახევას არ ვაპირებთ!
- რას მოიცავს რუსული კანონის რეპრესიული ზომები - ეკა გიგაურის სიტყვა სენატში