მოლაპარაკებები გრძელდება - კრისტიან დენიელსონი
მოლაპარაკებები გრძელდება, - ამის შესახებ ოპოზიციისა და "ქართული ოცნების" შეხვედრის შემდეგ კრისტიან დენიელსონმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მას მოლაპარაკების პროცესის დეტალებზე არ უსაუბრია.
ვაგრძელებთ მოლაპარაკებას და მუშაობას მხარეებთან. ვფიქრობ, რომ მოლაპარაკებები ძალიან კარგად მიმდინარეობს - განაცხადა დენიელსონმა.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა და მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დასრულებულიყო, თუმცა მისი გადაწყვეტილებით, ის მოლაპარაკების დასრულებამდე დარჩება.