პრეზიდენტი მოღალატე არ არის - ლაშა ტალახაძე "ოცნების" განცხადებას არ იზიარებს

13.09.24 20:32
პრეზიდენტი მოღალატე არ არის - ლაშა ტალახაძე "ოცნების" განცხადებას არ იზიარებს

 

 

"ქართული ოცნების" საარჩევნო სიის ოცეულში შესული ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ტალახაძე მმართველი პარტიის განცხადებებს, პრეზიდენტის მოღალატედ გამოცხადებასთან დაკავშირებით, ემიჯნება და აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილისთვის ქვეყნის მოღალატე არ უწოდებია. ის ასევე პრეზიდენტს სპორტსმენების დაჯილდოებისთვის მადლობას უხდის. 

ამასთან, ქართველი ძალოსანი ამბობს, რომ "მშვიდობასთან" დაკავშირებით ივანიშვილის ხელისუფლების პოზიციას იზიარებს.

ქვეყნის მოღალატე მე არ მიწოდებია და არც არავის არ ვუწოდებ. ეს თვითონ მათ მოკითხეთ, ვინც უწოდებს. რა თქმა უნდა, "ქართული ოცნების" პოზიციას ვიზიარებ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება მშვიდობა დღეს. მე ვთვლი, რომ დღევანდელი ხელისუფლება და პრეზიდენტი არიან ხალხის სამსახურში. შეიძლება, უხეშად გამომივიდეს, მაგრამ მოვალეობაც კი არის, რომ როდესაც შენი ქვეყნის წარმომადგენელი აღწევს დიდ წარმატებას მსოფლიო ასპარეზზე, უნდა გადასცე და მადლობა ქალბატონ პრეზიდენტს", - ამბობს ლაშა ტალახაძე.

ცნობისთვის, დღეს, 13 სექტემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ათონელზე, ორბელიანების სასახლესთან, ქართველი ოლიმპიელები და პარალიმპიელები დააჯილდოვა

ასევე ნახეთ:

მსგავსი სიახლეები