"ზურაბიშვილის ფიგურაში საფრთხეს ხედავენ" - გეგელია "ოცნების" სიაში მყოფი სპორტსმენების განცხადებაზე

14.09.24 18:21
"ზურაბიშვილის ფიგურაში საფრთხეს ხედავენ" - გეგელია "ოცნების" სიაში მყოფი სპორტსმენების განცხადებაზე

"ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში მყოფი სპორტსმენების იერიში პრეზიდენტზე - კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი, გრიგოლ გეგელია ფიქრობს, რომ "ოცნების" წევრები ზურაბიშვილის ფიგურაში საფრთხეს ხედავენ.

გეგელიას თქმით, მმართველ გუნდს პრობლემას პრეზიდენტის ღირსეულობა უქმნის. 

ისეთ უღირს პოლიტიკურ ძალას, როგორიც არის "ქართული ოცნება", რომელმაც რუსეთის დავალებით საქართველოს ხალხს უღალატა, ბუნებრივია, დიდ პრობლემას უქმნის ისეთი პრეზიდენტი, რომელიც არის ღირსეული, რადგან ის იცავს ქართველი ხალხის არჩეულ პოლიტიკურ გეზს, ის აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველო შევიდეს ევროპაში, ნატოში და ის დგას სწორი სამოქალაქო და პოლიტიკური პრინციპების ირგვლივ. ხედავენ საფრთხეს სალომე ზურაბიშვილის ფიგურაში, რადგან ის არის თავისუფალი ადამიანი. მის გვერდით არის საქართველოს ხალხი, მას მხარს უჭერს არაერთი პოლიტიკური სუბიექტი და მის გვერდით არის საერთაშორისო თანამეგობრობა", - ამბობს გრიგოლ გეგელია. 

ცნობისთვის, გენო პეტრიაშვილმა და ლაშა ბექაურმა, ათონელზე, პრეზიდენტის მიერ ქართველი ოლიმპიელებისა და პარაოლიმპიელების დაჯილდოების შემდეგ განაცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ შეხედულებებს ემიჯნებიან. 

მსგავსი სიახლეები