სპორტსმენებს ვურჩევდი, კობახიძეს პოლიტიკურ პროცესებში ნუ ჩაყვებიან, რადგან ხრამია - გოგიჩაიშვილი
"ვურჩევდით მათ, რომ კობახიძეს პოლიტიკურ პროცესებში ნუ ჩაყვებიან, რადგან ხრამია" - ასე აფასებს პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით ქართველი სპორტსმენების განცხადებებს.
ლევან გოგიჩაიშვილი სპორტსმენებს ურჩევს, რომ კვლავ დარჩნენ საზოგადოების სიყვარულის ჩარჩოში.
მათ უნდა ესმოდეთ ამ პროცესში მონაწილეობის ფასი. ჩვენ ვურჩევდით მათ, რომ კობახიძეს ნუ ჩაყვებიან პოლიტიკურ პროცესში, რადგან ხრამია. ეს ადამიანები საზოგადოების დიდ ნაწილს უყვარს, პატივს სცემს და მე ვფიქრობ, რომ სჯობს, ისევ დანრჩნენ ამ სიყვარულის ჩარჩოში. თუ გივი მიქანაძეზე აპირებენ გადაყოლას, მათი ნება არის", - ამბობს ლევან გოგიჩაიშვილი.
ცნობისთვის, გენო პეტრიაშვილმა და ლაშა ბექაურმა, ათონელზე, პრეზიდენტის მიერ ქართველი ოლიმპიელებისა და პარაოლიმპიელების დაჯილდოების შემდეგ განაცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ შეხედულებებს ემიჯნებიან.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.