სპორტსმენების განცხადებაში იყო სიმართლე, რომელსაც ქალბატონი სალომე აქედანვე უნდა შეეჩვიოს - ოდიშარია

14.09.24 18:23
სპორტსმენების განცხადებაში იყო სიმართლე, რომელსაც ქალბატონი სალომე აქედანვე უნდა შეეჩვიოს - ოდიშარია

"სპორტსმენების განცხადებაში იყო სიმართლე და ხისტი პოზიცია, რომელსაც ქალბატონი სალომე აქედანვე უნდა შეეჩვიოს" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

ოდიშარიას მტკიცებით, გენო პეტრიაშვილისა და ლაშა ბექაურის განცხადებები შეურაცხმყოფელი არ ყოფილა. 

ხომ უნდა იყო პრეზიდენტი, რომელიც მოახერხებ იმას, რომ ბოლო კაცამდე ყველას უყვარდეს და ყველა გულშემატკივრობდეს. აქ შეურაცხყოფა არ ყოფილა. აქ იყო ხისტი პოზიცია, სიმართლე, რომელსაც ქალბატონი სალომე უნდა შეეჩვიოს აქედანვე. "ქართული ოცნება" რა შუაშია, ლაშა ბექაურს და გენო პეტრიაშვილი მამალი მგლის და ლომის არ ეშინიათ და რომელ პოსტს წაიკითხავენ ვინმეს დავალებით", - ამბობს ოდიშარია. 

ცნობისთვის, გენო პეტრიაშვილმა და ლაშა ბექაურმა, ათონელზე, პრეზიდენტის მიერ ქართველი ოლიმპიელებისა და პარაოლიმპიელების დაჯილდოების შემდეგ განაცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ შეხედულებებს ემიჯნებიან.   

მსგავსი სიახლეები