ხელოვნურად შექმნილი კრიზისია - პრემიერი

18.03.21 11:18
ხელოვნურად შექმნილი კრიზისია - პრემიერი

ბრიუსელიდან დაბრუნდების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის პირველ სხდომას მართავს. ირაკლი ღარიბაშილმა სხდომა ბრიუსელის ვიზიტის შეჯამებით დაიწყო და მას წარმატებული უწოდა. პრემიერმა ასევე, არჩევნების თემაზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საფუძველი არ არსებობს, რაგდან ეს  ხელოვნურად შექმნილი კრიზისია. მან ოპოზიციის "კონსტრუქციულ" ნაწილს გონივრული გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდა, რაც პოლიტიკური ცხოვრების პარლამენტში გაგრძელებას გულისხმობს. 

ჩვენ მოვისმინეთ უმაღლესი წარმომადგენლის, ვიცე პრეზიდენტის, ბორელის შეფასება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური რეალობის და სიტუაციის, ასევე, მოვისმინეთ მათი შეფასებები ჩვენი არჩევნების, რომელიც როგორც მათი შეფასებით არის, რა თქმა უნდა, თავისუფალ, სმართლიან და კონკურენტულ პირობებში ჩატარებული. აქედან გამომდინარე, მინდა ვთქვა, რომ არავითარი საფუძველი არ არსებობს ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური კრიზისისა. შესაბამისად, მე მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველა მხარეს, რომ ჩვენ მაქსიმალურად მოკლე დროში შევძლოთ კონსტრუქციულ პირობებში გამოსავალის მოძებნა, იმისათვის, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებას. იმედი მაქვს, რომ ოპოზიციის კონსტრუქციული ნაწილი მიიღებს გონივრულ, სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებს, - განაცხადა პრემიერმა.