შანიძე რუსული ხელისუფლების პოლიტიკური პატიმარია - ანა დოლიძე
კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, ანა დოლიძე, ანტირუსული აქციების დროს დაკავებული გიორგი შანიძისთვის 4-წლიანი პატიმრობის შეფარდებას “ოცნების“ დაკვეთას უწოდებს და ამბობს, რომ ის ცალსახად პოლიტპატიმარია.
დოლიძის თქმით, “ოცნება“ ცდილობს დაისაჯოს ყველა ის ტიპი, რომელიც დისკომფორტს უქმნის პუტინს და რუსეთის ხელისუფლებას“.
გიორგი შანიძე არის ცალსახად პოლიტპატიმარი არამარტო “ოცნების“, არამედ რუსული ხელისუფლების. მას აქვს ჩადენილი გმირობა უკრაინაში, ადამიანის უფლებების და სიცოცხლის გადარჩენის თვალსაზრისით. კუნძულ ზმეინას მოვლენები მისი გამხელილი, გადაღებული და შენახულია. რაც მოხდა დღეს, პირდაპირ არის დაკვეთა “ოცნების“, რომ დაისაჯოს ყველა ის ტიპი, რომელიც დისკომფორტს უქმნის პუტინს და რუსეთის ხელისუფლებას“,- განაცხადა ანა დოლიძემ.
გიორგი შანიძეს მოსამართლემ ოთხ წლიანი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებული საპატიმრო დაწესებულებაში უკვე გადაიყვანეს.
შანიძე, თითქმის, მთელმა მსოფლიომ მაშინ გაიცნო, როცა რუსეთის მიერ დაპყრობილი კუნძული ზმეინის გათავისუფლების კადრები ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა.
გიორგის გადაღებული კადრებია ზმეინის აღების კადრები. გამარჯვების მომენტში კუნძულ ზმეინიზე იყო საქართველოს დროშა. მან ისტორიას დაუტოვა კადრი, სადაც ჩანს, რომ ოკუპანტებისგან კუნძულის გათავისუფლების ოპერაციაში საქართველოს მოქალაქე მონაწილეობდა.