მილერი კობახიძეს: აშშ-ში, ზოგიერთი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით, დემოკრატიულად არჩეული მთავრობაა, რომელიც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს თავად იღებს
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის პასუხი საქართველოს პრემიერს - მეთიუ მილერს მედიამ ჰკითხა, რას ფიქრობს ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, აშშ სანქციების დაწესებით "კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა".
მხოლოდ ამას ვიტყვი: ამერიკაში, ზოგიერთი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით, დემოკრატიულად არჩეული მთავრობაა, რომელიც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს თავად იღებს და არავინ სხვა", - ასე პასუხობს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი აღნიშნულ კითხვას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 17 სექტემბერს, აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა. მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ მთავრობის მეთაურმა აშშ-ის ახალ სანქციებზე საუბრისას თქვა, რომ "აშშ კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა“.
60-ზე მეტი სანქცირებული:
- ამერიკის შეერთებულმა შტატებმა "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებს და მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს ახალი სანქციები გუშინ დაუწესა.
- ძალოვანი უწყების წარმომადგენლები და პრორუსული პარტიის ლიდერები, "რომლებიც ძირს უთხრიან ფუნდამენტურ თავისუფლებებს, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებას" ე.წ. მაგნიტსკის სიაში დაამატეს.
ხაზინის საგარეო აქტივების კონტროლის დეპარტამენტმა ახალი სანქციები 4 პირს დაუწესა:
- განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი - ზვიად ხარაზიშვილი
- განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - ლაგაზაური მილერი
- პრორუსული "ალტ-ინფოს" ლიდერი - კონსტანტინე მორგოშია
- პრორუსული "ალტ-ინფოს" ლიდერი - ზურაბ მახარაძე
აშშ-ს სახელმწიფო ხაზინის გარდა, სახელმწიფო დეპარტამენტმა 60-ზე მეტ პირს, მათ შორის, "ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათი ოჯახის წევრებს, სავიზო შეზღუდვები დაუწესა.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.