ივანიშვილმა ეროვნული ბანკის ნდობა ჩამოშალა - საბა ბუაძე

18.09.24 13:21
ივანიშვილმა ეროვნული ბანკის ნდობა ჩამოშალა - საბა ბუაძე

"ძლიერი საქართველოს" ლიდერი, საბა ბუაძე ამბობს, რომ ეროვნული ბანკის განცხადება სანქციების არ აღსრულების შესახებ ოთარ ფარცხალაძის ხაზის გაგრძელებაა.

ბუაძის თქმით, ივანიშვილი და მისი უნდი ყველაფერზე მიდის, რომ მისი ნდობით აღჭურვილი პირები, ის ადამიანები დაიცვას, რომელიც აშშ დაასანქცირა და ამისთვის სახელმწიფო ინსტიტუტების, ამ შემთვევაში ეროვნული ბანკის ძირის გამოთხრასაც არ ერიდება. 

ფარცხალაძის მაგალითზე ჩვენ ვნახეთ, როგორ ერთ დღეში ჩამოაშალა ივანიშვილმა ეროვნული ბანკის მიმართ ნდობა, როგორ ძირი გამოუთხარა კიდევ ერთ სახელმწიფო ინსტიტუტს და ზუსტად ამ ხაზის გაგრძელება არის ეს. ჩვენ ვხედავთ, როგორ ცდილობს ივანიშვილი რომ დაიცვას მის ქვეშ მომუშავე ადამიანები, რომლებიც ასევე ემსახურებიან რუსეთის ინტერესებს საქართველოში და ვხედავთ, რომ სანქციებისგან თავის არიდების და ამ ადამიანების დაცვისათვის ხდება ყველანაირი სიბინძურის შეთხზვა, რომ ამ ადამიანებზე არ გავრცელდეს წნეხი, რომელსაც მოიტანს სანქცია", -ამბობს საბა ბუაძე. 

 საქართველოს ეროვნული ბანკი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ შსს-ს ორი მაღალჩინოსნისა და პრორუსული პარტია "ალტ ინფოს" ლიდერების სანქცირებაზე პირველი განცხადება გავრცელა. 

თურნავას უწყებაში აცხადებენ, რომ საქართველოს მოქალაქეებზე საერთაშორისო ფინანსური სანქციების მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება.

ასევე ნახეთ:

  • ვიცავდით და ყოველთვის დავიცავთ საერთაშორისო სანქციებს - საბანკო ასოციაცია
     
  • შეერთებულმა შტატებმა "ქართული ოცნების"  60-ზე მეტ წევრს, მათ შორის მათ ოჯახის წევრებს "დემოკრატიის ხელყოფისთვის" სანქციები დაუწესა. ასევე, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა დაასანქცირა შსს-ს მაღალჩინოსანი ზვიად ხარაზიშვილი, იივე "ხარება", მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, სანქცირებულები არიან პრორუსული  ალტ-ინფოს ლიდერები - ზურა მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია.

ასევე ნახეთ: 

მსგავსი სიახლეები