სებ-ის უარი ამერიკული სანქციების აღსრულებას - ფინანსთა სამინისტრო პასუხისმგებლობას იხსნის

18.09.24 14:15
სებ-ის უარი ამერიკული სანქციების აღსრულებას - ფინანსთა სამინისტრო პასუხისმგებლობას იხსნის

სებ-ის უარი ამერიკული სანქციების აღსრულებას - ფინანსთა სამინისტრო პასუხისმგებლობას იხსნის.

დღეს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე ამბობდა, რომ ეროვნული ბანკის იურიდიულ საფუძვლებში ვერ ჩაერევა და ამის შესახებ მას არ უნდა ვკითხოთ. 

კაკაურიძის თქმით, აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების აღსრულება კომერციული ბანკების აღსასრულებელია და ფინანსთა სამინისტრო ვერანაირად ვერ იქნება ჩართული.

ეროვნულმა ბანკმა გააკეთა განცხადება და მეკითხებით მე? მე როგორ შემიძლია აგიხსნათ დეტალური პროცედურები? მე ვიცი, რომ საქართველოს კომერციული ბანკები უზრუნველყოფენ შესაბამისი სანქციების აღსრულებას. გააკეთა გუშინ განცხადება საბანკო ასოციაციამ და აღნიშნა, რომ ყველა ბანკი უზრუნველყოფს შესაბამისი სანქციების აღსრულებას. ეროვნული ბანკის იურიდიულ საფუძვლებზე, მე ნუ მკითხავთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბანკები არ გადაუხვევენ იმ ვალდებულებებს, რომელიც საერთაშორისოდ აქვთ აღებული. ამავდროულად, ბანკებმა უნდა უზრუნველყონ კანონმდებლობის დაცვა საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით. საქართველოს ბანკებს შეფერხება საერთაშორისო სანქციების აღსრულებაში, რაც მათ საერთაშორისოდ აქვთ აღებულებები ვალდებულებები, პრობლემა არ შეექმნებათ. კონსტიტუციის წინააღმდეგ ვერ უნდა წავიდეს ვერავინ. კონსტიტუცია თუ გარკვეულ რეგულაციას აწესებს, ის რეგულაცია უნდა შესრულდეს", - ამბობს კაკაურიძე. 

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ შსს-ს ორი მაღალჩინოსნისა და პრორუსული პარტია "ალტ ინფოს" ლიდერების სანქცირებაზე პირველი განცხადება დღეს გავრცელა. 

ეროვნული ბანკი ამერიკული სანქციების აღსრულებაზე უარს ამბობს - ნათია თურნავა სანქცირებული ძალოვნების და  ძალადობრივი დაჯგუფებების ლიდერების საქმეების  გადაწყვეტას ქართულ სასამართლოს ანდობს, რომელთა წარმოამდგენლები, ასევე აშში-ის მიერ სანქცირებულთა სიაშია. 

  • ცნობისთვის, აშშ-მ საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლე 2023 წლის 5 აპრილს დაასანქცირა.

ეროვნული ბანკისგან განსხვავებით ცნობილია "საბანკო ასოციაციის" პოზიცია: "ვიცავდით და ყოველთვის დავიცავთ საერთაშორისო სანქციებს"

შეგახსენებთ, შეერთებულმა შტატებმა "ქართული ოცნების"  60-ზე მეტ წევრს, მათ შორის მათ ოჯახის წევრებს "დემოკრატიის ხელყოფისთვის" სანქციები მიმდინარე კვირას დაუწესა. ასევე, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა დაასანქცირა შსს-ს მაღალჩინოსანი ზვიად ხარაზიშვილი, იივე "ხარება", მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, სანქცირებულები არიან პრორუსული  ალტ-ინფოს ლიდერები - ზურა მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია.

ასევე ნახეთ: 

მსგავსი სიახლეები