სანქცირებულების მიერ განხორციელებულმა ტრანზაქციებმა, შესაძლოა, ქართული ბანკები სანქციების სიაში მოაყოლოს - დათუნაშვილი
"ძლიერი საქართველოს" ლიდერი, თაზო დათუნაშვილი იმ საფრთხეებზე საუბრობს, რაც მისი თქმით, სანქცირებული პირების მიერ განხორციელებულმა ნებისმიერმა ტრანზაქციამ შეიძლება შეუქმანს ქართულ ბანკებს.
დათუნაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ ამან შესაძლოა, ქართული ბანკები სანქციების სიაში მოაყოლოს.
რუსეთის ეფესბეს რეზიდენტებს და ახლა პირდაპირ რუსეთთან დაკავშირებულ ხალხს უნდათ, რომ შესწირონ მთელი ქართული საფინანსო სისტემა, ერთ-ერთი უიშვიათესი რგოლი, რომელიც აქამდე გამორიჩეოდა ძალიან მაღალი საერთაშორისო სტანდარტით. ეს ქართულ ბანკებს შეიძლება ძალიან ძვირი დაუჯდეთ. ნებისმიერი ტრანზაქცია, განხორციელებული აი ამ პირების მიერ ქართულ ბანკებში შეიძლება გახდეს საფრთხისშემცველი ქართული ბანკებისთვის და პირდაპირ სანქციების სიაში მოაყოლოს ქართული ბანკები", - ამბობს თაზო დათუნაშვილი.
- ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ შსს-ს ორი მაღალჩინოსნისა და პრორუსული პარტია "ალტ ინფოს" ლიდერების სანქცირებაზე პირველი განცხადება დღეს გავრცელა.
ეროვნული ბანკი ამერიკული სანქციების აღსრულებაზე უარს ამბობს - ნათია თურნავა სანქცირებული ძალოვნების და ძალადობრივი დაჯგუფებების ლიდერების საქმეების გადაწყვეტას ქართულ სასამართლოს ანდობს, რომელთა წარმოამდგენლები, ასევე აშში-ის მიერ სანქცირებულთა სიაშია.
- ცნობისთვის, აშშ-მ საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლე 2023 წლის 5 აპრილს დაასანქცირა.
ეროვნული ბანკისგან განსხვავებით ცნობილია "საბანკო ასოციაციის" პოზიცია: "ვიცავდით და ყოველთვის დავიცავთ საერთაშორისო სანქციებს"
შეგახსენებთ, შეერთებულმა შტატებმა "ქართული ოცნების" 60-ზე მეტ წევრს, მათ შორის მათ ოჯახის წევრებს "დემოკრატიის ხელყოფისთვის" სანქციები მიმდინარე კვირას დაუწესა. ასევე, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა დაასანქცირა შსს-ს მაღალჩინოსანი ზვიად ხარაზიშვილი, იივე "ხარება", მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, სანქცირებულები არიან პრორუსული ალტ-ინფოს ლიდერები - ზურა მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია.
ასევე ნახეთ: