პრეზიდენტი კესარია აბრამიძის მკვლელობას ეხმაურება
ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობას საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ეხმიანება - "ტყუილად არ უნდა ჩაიაროს ტრაგედიამ!"- დაწერა სალომე ზურაბიშვილმა.
საზარელი მკვლელობა!
ადამიანურობის უარყოფა!
ეს თუ გამოაფხიზლებს ჩვენ საზოგადოებას...
სიძულვილში ჩაფლული, სიძულვილი, რომელიც მტერს აძლევს ყველა მანუიპულაციის საშუალებას, რომელიც გვასუსტებს და გვაცალკაცებს.
ამ მშვენიერი ახალგაზრდა ქალის სიკვდილი ჩვენს გაადამიანურებას და გაქრისტიანებას მაინც გამოადგეს…
ტყუილად არ ჩაიაროს ამ ტრაგედიამ!"- წერს ზურაბიშვილი.
- თბილისში, ტრანსგენდერი ქალი, მოდელი კესარია აბრამიძე რამდენიმე საათი წინ მოკლეს.
- მსახიობის ცხედარი დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში იპოვეს.
- შინაგან საქმეთა სამინისტროში მკვლელობის ფაქტს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
- შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.