წავა თუ არა ოთარ ზურაბიშვილი პოლიტიკაში? - რას ამბობს პრეზიდენტი
წავა თუ არა ოთარ ზურაბიშვილი პოლიტიკაში - "პირველებმა" ეს კითხვა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს დაუსვა.
“მას ჰკითხეთ“ - ამბობს პრეზიდენტი.
რაც შეეხება თავად ოთარ ზურაბიშვილის პოზიციას - სურს თუ არა მას პოლიტიკაში აქტიურად ჩართვა, ჯერჯერობით, უცნობია.
შეგახსენებთ, ქართული სათვისტომო, რომელსაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ძმა, ოთარ ზურაბიშვილი ხელმძღვანელობს, ლევილის მამულში დაგეგმილ ღონისძიებაზე არ მიიწვიეს.
მან "ქართული ოცნების" ხელისუფლებას "რუსული ხელისუფლება" უწოდა.