კალაძე ამტკიცებს, რომ ივანიშვილი დე ფაქტო უკვე სანქცირებულია

23.09.24 13:27
კალაძე ამტკიცებს, რომ ივანიშვილი დე ფაქტო უკვე სანქცირებულია

ელოდებიან თუ არა ივანიშვილის დასანქცირებას "ოცნებაში" - კახა კალაძე ამტკიცებს, რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარე ისედაც დე ფაქტო სანქცირებულია. დედაქალაქის მერი ირწმუნება, რომ ივანიშვილს საზღვარგარეთ ბანკებში თანხები მხოლოდ იმიტომ გაუყინეს, რომ ქვეყნის ინტერესებს არ ღალატობს. 

ბიძინა ივანიშვილი ჩვეულებრივად არის სანქცირებული. ამასთან დაკავშირებით თვითონაც რამდენჯერმე გააკეთა განცხადება. ე.წ. ადამიანმა ყველა ინსტანციაში მოიგო სასამართლო. იცით, რომ მისი თანხები გაჩერებულია იმის მიუხედევად, რომ ყველა სასამართლო გადაწყვეტილება არის მის სასარგებლოდ. აქ არის ჩვეულებრივი პოლიტიკური გადაწყვეტილება, პოლიტიკური შანტაჟი იმისა, რომ მან დათმოს ქვეყნის ინტერესები იმისთვის, რომ მოხდეს ამ თანხების გამოთავისუფლება, თუმცა ეს არ და ვერ მოხდება. 
გაძარცვა ეს ადამიანი ბანკმა, შემდეგ მოიგო ყველა სასამართლო, ამას ემტაბეა ის პოლიტიკური პროცესები, რაც ხდება წლების განმავლობაში და პირდაპირ დაიწყეს შანტაჟი ამ ადამიანის მის თანხებთან დაკავშორებით.
დე ფაქტო სანქცირებულია, გინდ ასე დაარქვით, გინდ ისე. რეალობა, სამწუხაროდ, ეს, - ამბობს კალაძე. 

 

შტატებმა ივანიშივილის სანქცირების გადაწყვეტილება მიიღო. დოკუმენტი უკვე მზად არის. ქართველი ოლიგარქისთვის სანქციების დაწესების ერთ-ერთი მიზეზი რუსულ დაზვერვასთან თანამშრომლობა და მისი ინტერესების გატარებაა. დასაბუთების დოკუმენტში, რომლის შესახებაც "ამერიკის ხმას" ამერიკის მთავრობის ორი მაღალჩინოსანი კონფიდენციალურად ელაპარაკა, საუბარია ივანიშვილის მიერ რუს ოლიგარქებთან მჭიდრო კავშირებზე. შტატებს აქვს დადასტურებული მტკიცებულებები.  

 

მსგავსი სიახლეები