ოფიციალურად: გიორგი გახარიამ პრეზიდენტის ქართულ ქარტიას ხელი მოაწერა
პარტია საქართველოსთვის ლიდერმა გიორგი გახარიამ პრეზიდენტის ქართულ ქარტიას ხელი მოაწერა - "ტვ პირველის" მიერ დღე დილით გავრცელებულ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ადასტურებს.
"პირველები" 13:00 საათზე უყვებოდა მაყურებელს, რომ გიორგი გახარია ორბელიანების სასახლეში დღეს დილით იმყოფებოდა.
ქართული ქარტია პრეზიდენტმა 26 მაისს წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერება შესთავაზა.
- ცნობილია, რომ რომ "ქართული ქარტიის“ ირგვლივ თანხმობა ერთიან სიას და არც რაიმე სხვა ფორმით აუცილებელ გაერთიანებებს არ გულისხმობს.
- "ქართულ ქარტიაზე" ხელმომწერი პოლიტიკოსები იღებენ ვალდებულებას, არჩევნების შემდეგ, პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, გაატარონ ევროინტეგრაციისთვის აუცილებელი რეფორმები, სასამართლო რეფორმა, გააუქმონ რუსული კანონები, რის შემდეგაც ხალხის მიერ მინიჭებულ მანდატს დააბრუნებენ და ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები ჩატარდება.
რა წერია ქართულ ქარტიაში – სრული დოკუმენტი ნახეთ აქ